ქალთა გუნდი - 10-1 ესპანეთის სუპერ თასზე

ქალთა გუნდი - 10-1 ესპანეთის სუპერ თასზე

"ბარსელონას" ქალთა გუნდი, მიმდინარე სეზონში, ესპანეთის მასშტაბით რომ უკონკურენტოა, ეს დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

ესპანეთის სუპერ თასის პირველი გათამაშების ფინალში, ლუის კორტესის გუნდი ესპანეთის თასის მოქმედ გამარჯვებულს, "სოსიედადს" დაუპირისპირდა. გამოკვეთილ ფავორიტებად კატალონიელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ ანგარიში მაინც მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი, ტორეხონისა და პუტელიასის დუბლებით, ასევე ოშოალასა და ჰანსენის თითო გოლით, "ბარსამ" 6-0 მოიგო. კატალონიელებმა მეტოქე არც შესვენების შემდეგ დაინდეს - ტორეხონმა კიდევ 2-ჯერ გაიტანა, ოშოალამ და ანდუხარმა თითოჯერ და საბოლოოდ, "ბლაუგრანამ" მეტოქე 10-1 გაანადგურა.

საინტერესოა, რომ წინა სეზონში, "ბარსელონამ" ვერც ესპანეთის თასი მოიგო და ვერც ქვეყნის ჩემპიონატი. ორივე შემთხვევაში, კატალონიელები მადრიდის "ატლეტიკოსთან" დამარცხდნენ. თუმცა, მას შემდეგ, "ბლაუგრანა" საგრძნობლად გაძლიერდა და ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ კატალონიელები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტიტულს მოიგებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 9 თებერვალი 2020 20:31
    3
    ნებისმიერს ანადგურებენ რომელსაც "რეალ"(ანუ სამეფო მონა)ამშვენებს joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 თებერვალი 2020 20:27
    3
    ავარჯიშონ ბიჭები, აიღონ შეფობა და თითო ქალმა თითო კაცს ინდივიდუალური მეცადინეობები ჩაუტაროს. ფიზმომზადებაშიც და ტექნიკაშიც.
    De jong 00
    სტუმარი [?]
    #2 9 თებერვალი 2020 19:49
    4
    აქედან დაიმატონ თავ დამსხმელი😂😂
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 9 თებერვალი 2020 19:37
    5
    კაი გოგოები გვყავს!!!!!!!!!