ხოკინ აპერიბაი: არ ვიცი, დარეკავს თუ არა "ბარსელონა" ვილიან ჟოზესთვის

  • 8-02-2020, 18:08
  • ხოკინ აპერიბაი: არ ვიცი, დარეკავს თუ არა "ბარსელონა" ვილიან ჟოზესთვის

    "ბარსელონა" ლუის სუარესის შემცვლელს აქტიურად ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, კატალონიელებს შემტევის შეძენა ესპანეთში შეუძლიათ. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად "რეალ სოსიედადის" ფორვარდი ვილიან ჟოზე მიიჩნევა. ბასკური კლუბის პრეზიდენტმა, ხოკინ აპერიბაიმ განაცხადა, რომ "ბლაუგრანადან" ზარს ელიან.

    "ჩვენ არავისთან გვქონია მოლაპარაკება და არ ვიცი, რა მოხდება. მე წავიკითხე ამის შესახებ, მაგრამ რადგანაც სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, ბევრს ვერ ვისაუბრებ. ვილიან ჟოზე ის ფეხბურთელია, რომელმაც სხვადასხვა კლუბის ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "ბარსელონა" ფორვარდს ეძებს."

    "არ ვიცი, დაგვირეკავენ თუ არა "ბარსელონადან", მაგრამ მათ ჯერ ეს არ გაუკეთებიათ. ვილიან ჟოზე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და წასვლის შემთხვევაში ძალიან დაგვაკლდება. ჩვენ ბევრი მატჩი დაგვრჩა და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება." - ციტირებს "სოსიედადის" პრეზიდენტის სიტყვებს Marca.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    8 თებერვალი 2020 19:25

    "ვილიან ჟოზე ის ფეხბურთელია, რომელმაც სხვადასხვა კლუბის ყურადღება მიიპყრო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "ბარსელონა" ფორვარდს ეძებს."
    ეხლა გახდება ესეც მეორე მბაპე, რა. ოღონდ ყური მოჰკრან ბარსას უნდაო და უცებ წევენ სასწაულ ფასებს. ნეიმარი რო წავიდა დემბელეს და კოუტინიოსაც რონალდუზე მეტი ფასები დაადეს. ყველა გუნდი ვიღაცეებს ყიდულობს ზოგი 20, ზოგი 30 მილიონად, ზოგს ვაბშე უფასოდ იმატებენ და ჩვენ რო დაგვჭირდება უცებ ხდებიამ ვარსკვლავები. და ეს აბიდალი იმის მაგივრად რო ცოტა გაინძრეს მესის აკრიტიკებს ეს არა კაცი.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 თებერვალი 2020 19:20

    ციტატა: FloweN
    თუ მხოლოდ ესპანეთიდან შეგვიძლია ფეხბურთელის ყიდვა, ან იჯარით უნდა აიყვანონ ვინმე, ისიც სკამისთვის, ან საერთოდ არავინ დაიმატონ და აკადემიის ფეხბურთელებს მისცენ შანსი. არ ღირს დაბალი დონის ფეხბურთელებისთვის დიდი თანხის ხარჯვა, მითუმეტეს ამ დროს, გუნდი დასალაგებელია და იმედია ზაფხულისთვის შეინახავენ თანხას.

    ინიაკი უილიამსი მოიყვანონ იჯარით ძალიან მაგრდა დაგვეხმარება ლა ლიგაში

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    FloweN წევრი [?]

    8 თებერვალი 2020 18:48

    თუ მხოლოდ ესპანეთიდან შეგვიძლია ფეხბურთელის ყიდვა, ან იჯარით უნდა აიყვანონ ვინმე, ისიც სკამისთვის, ან საერთოდ არავინ დაიმატონ და აკადემიის ფეხბურთელებს მისცენ შანსი. არ ღირს დაბალი დონის ფეხბურთელებისთვის დიდი თანხის ხარჯვა, მითუმეტეს ამ დროს, გუნდი დასალაგებელია და იმედია ზაფხულისთვის შეინახავენ თანხას.

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 თებერვალი 2020 18:35

    იმედია არ დარეკავენ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    8 თებერვალი 2020 18:21

    კარგად შეინახეთ,ჩვენ არ გვჭირდება.

    1
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!

    პარტნიორები

    Flashscore.ge