"ბარსასა" და "რეალის" გასვლის შემთხვევაში, თასის 1/2-ფინალში "კლასიკოს" ვიხილავდით

  • 7-02-2020, 16:51
  • "ბარსასა" და "რეალის" გასვლის შემთხვევაში, თასის 1/2-ფინალში "კლასიკოს" ვიხილავდით

    რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის თასის 1/2-ფინალის წილისყრა დასრულდა და გაირკვა, რომ ამ ეტაპზე "ბარსელონასა" და "რეალის" გასვლის შემთხვევაში, "ელ კლასიკოს" ვიხილავდით.

    1/4-ფინალში, "ბარსელონა" "ბილბაოსთან" დამარცხდა, ხოლო "რეალი" - "სოსიედადთან". მიუხედავად იმისა, რომ 1/2-ფინალში ეს ბასკური გუნდები ერთმანეთს აცდნენ, "ბარსასა" და "რეალის" გასვლის შემთხვევაში, სხვაგვარად მოხდებოდა.

    საქმე ისაა, რომ წილისყრისთვის გუნდების სახელების ბეჭვა და მათი კალათში ჩაგდება ანბანის მიხედვით ხდება. ამჟამინდელი 1/2-ფინალისტები ანბანურად ასე დალაგდნენ: ბილბაო, მირანდესი, გრანადა, სოსიედადი. თუმცა, "ბარსელონასა" და "რეალის" გასვლის შემთხვევაში, განაწილება ასე მოხდებოდა: მირანდესი, ბარსელონა, გრანადა, რეალი. ანუ, იმ ბურთულაში, რომელშიც "მირანდესის" ფურცელი იყო, "ბარსელონა" მოხვდებოდა, ხოლო "სოსიედადის" ნაცვლად - "რეალი". ასეთ შემთხვევაში, 1/2-ფინალის პირველი თამაში მადრიდში ჩატარდებოდა, განმეორებითი კი, 1 მარტს ლა ლიგაში გასამართი "კლასიკოდან" 3 დღეში - ბარსელონაში.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    El PreSidenTe წევრი [?]

    8 თებერვალი 2020 00:37

    ციტატა: M10 S9 D11
    ეხლა სოსიედადოც რო გამოაგდოს მირანდესმა რას ვიღადავებ

    და ვაფშე რო მოიგოს ევროპა ლიგაზე გავა სეგინდას გუნდი joy joy

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 თებერვალი 2020 23:07

    ოთხიდან ორი ბასკური გუნდია.

    1
    გასულია
    FloweN გულშემატკივარი [?]

    7 თებერვალი 2020 20:35

    არ გვაქვს დღეს-დღეობით იმის რესურსი, რომ გუნდმა 3 ფრონტზე თანაბრად იბრძოლოს, რაღაც მხვრივ კარგიცაა თასიდან გამოვარდნა, მეტი დრო ექნებათ მოსამზადებლად, უფრო კონცენტრირდებიან ლა ლიგა, უჩლ-ზე

    1
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    7 თებერვალი 2020 19:19

    აუ მირანდესმა მინდა მოიგოს თასი 3 ისეთი გუნდი გამოყარა რო რავი

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 თებერვალი 2020 19:14

    ეხლა სოსიედადოც რო გამოაგდოს მირანდესმა რას ვიღადავებ

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    7 თებერვალი 2020 18:25

    ციტატა: რაღაცნაირი
    სოსიედადი-ბილბაო იქნება ფინალი და ბილბაო მოიგებს...

    არადა როგორ მინდა ამ ბილბაომ დიდი ანგარიშით წააგოს.. rage

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    7 თებერვალი 2020 16:59

    გახურებული პლეიოფების წინ სრულ სისულელედ მიმაჩნია, ამ რესურსით, დამატებითი ორი მატჩი. თან სამეფო მონებთან არ უნდა წააგო და ყველა ვარიანტში ძირითადი შემადგენლობის გადაღლა მოჰყვებოდა. პირველად გამიხარდა ბარსას გამოთიშვა ტურნირიდან, სრული ძალებით ლალიგა/ლიგაზე ვართ კონცენტრირებულები💪💪💪💪👊👊👊👊

    8
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    7 თებერვალი 2020 16:58

    სოსიედადი-ბილბაო იქნება ფინალი და ბილბაო მოიგებს...

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge