"ატლეტიკოზე" შური ქალთა გუნდმა იძია - [VIDEO]

"ატლეტიკოზე" შური ქალთა გუნდმა იძია - [VIDEO]

გუშინ, ესპანეთის თასის 1/4-ფინალური თამაშის პარალელურად, ქალთა ფეხბურთში სუპერ თასის 1/2-ფინალური შეხვედრა იმართებოდა, რომელშიც ერთმანეთს ქვეყნის გამოკვეთილად საუკეთესო გუნდები, "ბარსელონა" და "ატლეტიკო" უპირისპირდებოდნენ.

მამაკაცთან ტურნირის 1/2-ფინალის მსგავსად, "ბარსელონასა" და "ატელტიკოს" დაპირისპირება ამ შემთხვევაშიც 3-2 დასარულდა, მაგრამ ამჯერად კატალონიელთა გამარჯვებით.

სალამანკაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, "ატლეტიკომ" გახსნა მე-4 წუთზე. თუმცა, გუიხაროს, მარეტნსისა და ოშოალას გოლებით, "ბარსელონა" პირველივე ტაიმში ანგარიშით 3-1 დაწინარუდა. მე-2 ნახევარში, მადრიდელებმა ერთი ბურთი კი გაქვითეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

მე-2 ნახევარფინალურ შეხვედრაში "სოსიედადმა" "ლევანტე" 1-0 დაამარცხა. ფინალი კი 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 თებერვალი 2020 17:30
    2
    ჰოდა ეგგრეე . . . !
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 7 თებერვალი 2020 16:42
    1
    რა იყო შურის საძიები? კარგ დროს გამოვეთიშეთ თასს,თორე მალე 11 კაცს ვეღარ შევკრებავდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 თებერვალი 2020 16:35
    1
    ბარსას პირველი გოლი ბევრ მამაკაცს შეშურდებოდა.
    ფანი [?]
    #1 7 თებერვალი 2020 15:50
    2
    ვაი თქვენს პატრონს