როცა ”კლასიკო” იყო ”ელ”

  • 28-01-2011, 15:50

  •  - ბაბუა, მომიყევი შენთვის ყველაზე სამახსოვრო მატჩზე!

    პატარა ხოსეპი იატაკზე დაჯდა, იქ სადაც სავარძელში ბაბუა პედრო იჯდა. პედრომ დახუჭა თვალები და დაიწყო ათასი საფეხბურთო მოვლენის გახსენება, რომლებიც კი მას თავს გადახდა... გოლები, მოცელვები, ჩემპიონთა ლიგის აღმართვა...

     - ბაბუა დაიძინე? პედრო ფიქრებიდან რეალობას დაუბრუნდა

     - არა პეპ, არა. მე ბევრი რამ ვნახე ჩემს საუკუნეში: შესანიშნავი გამარჯვებები, ასევე დამარცხებები... მაგრამ მე შენ მოგიყვები განსაკუთრებული მატჩის შესახებ. უკანასკნელი მატჩი, როდესაც რომანტიკამ დაამარცხა მისი შემცვლელი კომერციული ფეხბურთი... ეს მოხდა 2010 წელს, შემოდგომაზე. თითქმის ზამთარი იყო. ჩემი უსაყვარლესი გუნდის დაბადების დღე იყო.

     - ”ბარსელონა”?

     - კი ბაბუ... ზუსტად ის... ლამაზი სახელია. ეგეთი სახელის ქალაქიც არის ახლა ჩინეთის ტერიტორიაზე. პედრომ ჩაისუნთქა.

     - შენ მომისმენ?

     - კი, კი.

     - ესელ კლასიკოიყო

     - კლასიკო? ”შანჰაი იუნაიტედი” - ”ალ-აჰლი”?

     - არა. ესელ კლასიკოიყო!

     - ელ? სასმელი, რომელსაც სვამ?

     - არა, გაცილებით გემრიელი... გაცილებით. ”ბარსელონა” - ”რეალი”, ეს იყო იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო დაპირისპირება. მას შემდეგ მსოფლიოს მაგნატებმა დაიწყეს კლუბების შეძენა და საუკეთესო ფეხბურთელების შეძენა. ჯერ კიდევ ევროპაში... უფრო და უფრო ნაკლები გუნდები რჩებოდა, რომლებიც საკუთარ აღზრდილებს ენდობოდა. ერთ-ერთიაიაქსიიყო, მაგრამ ის უკვე კონკურენციას ვეღარ უწევდა მდიდარ კლუბებს. ზოგიერთი გრანდები ძალიან პატარა ბავშვებს ყიდულობდნენ და უმეტესობა მათგანუფასოდაც იყვანდნენ საკუთარ რიგებში. ”ბარსელონასაცშეეძლო ძვირადღირებული ფეხბურთელები ეყიდა, მაგრამ გუნდის ბირთვს აღზრდილები წარმოადგენდნენ და საყიდელი მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი იყო.

     - თუკიბარსელონასფული ჰქონდა, რატომ არ ყიდულობდა ვარსკვლავებს?

    პედრომ ღრმად ჩაისუნთქა

     - როცა მამაშენი მთვარიდან დაბრუნდება ჰკითხე მას, თუ რა არის სიამაყე, პატივი და ტრადიცია.

     - აუცილებლად ვკითხავ.

     - გვარდიოლას გუნდი, რომლის საპატივსაცემოდ დაგარქვეს ხოსეპი მაშინ ფეხბურთის ეტალონი იყო. გუნდი ზღაპრულად თამაშობდა. ამ გუნდს სტუმრად ეწვიარეალი”, რომელიც ვარსკვლავებითა და ცნობილი მწვრთნელით იყო გადაჭედილი. რა თამაში იყო... პირველი წამები, როცა ნერვიულობისგან შეშდები. ჩემს გუნდში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მაინც ვღელავდი. და თამაში დაიწყო... ”ბარსაშეტევას შეტევაზე აკეთებდა. მესის შეეძლო შედევრი გოლის გატანა, როცა ძალიან მახვილი კუთხიდან მეკარეს ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა ძელმა იხსნარეალი”. ამის შემდეგ გავიტანეთ გოლი, მეორეც... მე ბევრი კლასიკო ვნახე, მათ შორის 1994 წლის, რომელიც ასევე 5:0 დასრულდა, მაგრამ ასეთი უპირატესობა არასოდეს ყოფილა. ”რეალიმოედნიდან გაიტანეს. სტუმრებმა უხეშობა დაიწყეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ 2 გოლი გავიტანეთ და ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა, თუმცა ბოლო წუთზე მე-5 გოლი გავიტანეთ. ამის გაკეთება მანამდეც შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ თამაშით სიამოვნებას ვიღებდით.

     - და თამაში შედეგზე ძვირფასია?

     - ასე მხოლოდ ორი მწვრთნელი ფიქრობდა: პეპი და ვენგერი. მათ მწვრთნელობა მალე შეწყვიტეს.

     - რატომ?

     - ვენგერი შედეგს ვერ აღწევდა დაარსენალისახალმა ხელმძღვანელობამ ის დაითხოვა. ხოლობარსელონა”... მოდი ცუდს ნუ გავიხსენებთ... ყველაფერი ცუდი, სკანდალები... მაგნატებმა ფეხბურთში დიდი ფული ჩადეს. ასეთ დროსბარსასაღარ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა... ესპანეთმა ფინანსური კრიზისი გადაიტანა, კლუბები გაღარიბდნენ, ფეხბურთელები შეიხებმა იყიდეს... ეს არაბები, ჩინელები და რუსები...

     - რუსები ვინ არიან?

     - აი... ჩინელები ღია თვალებით... ჩვენს სისხლშიც ურევია მათი სისხლი

     - რა მნიშვნელობა აქვს ვისი სისხლი გვირევია, ჩვენ ხომ დიდებული იმპერიის შვილები ვართ - თქვა პეპმა

     - რა თქმა უნდა იმპერიის... გაეღიმა პედროს.. წადი გაისეირნე, მე ცოტას წავუძინებ... პედროს ეძინა... მას უკანასკნელი ნამდვილიელ კლასიკოესიზმრებოდა. ბედნიერი ჩავი, ინიესტა, ვილია, ეიფორიაში მყოფი ხეფრენი... რა კარგი იყო ეს ყველაფერი... რონალდოს და მოურინიოს სახის დანახვაც გაუხარდა პედროს, ისინი მას ახლობლებად მოეჩვენა...

     - ბაბუა ძილში კვლავ ტიროდა - უთხრა პეპმა ჰაიტიდან დაბრუნებულ დედას.

     - მოხუცები სულ ტირიან - ხელი ჩაიქნია დედამ. მათ ჰგონიათ, რომ წარსულში უკეთესი ცხოვრება იყო.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Loading...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა