მესის მორიგი რეკორდი და საინტერესო დამთხვევა

მესის მორიგი რეკორდი და საინტერესო დამთხვევა

ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "ბილბაოსთან" გამართულ მატჩში (1-0) ლეო მესის მონაწილეობა ნიშნავს, რომ არგენტინელი ლეგენდა "ბარსელონას" კიდევ ერთი რეკორდის მფლობელი გახდა.

გუშინდელ შეხვედრაში თამაში ნიშნავს, რომ მესის, ესპანეთის თასზე, 75 თამაში დაუგროვდა, რაც რეკორდის გამეორებაა.

ლეომ ჟოზეპ სამიტიერის მიღწევა გაიმეორა. სამიტიერი "ბარსელონაში" 1919-1933 წლებში თამაშობდა. თასზე თავისი 75-ე და ბოლო თამაში კი მან 1932 წლის 9 ივნისს ჩაატარა. საინტერესოა, რომ იმ მატჩშიც (ფინალში), "ბარსელონას" მეტოქე "ბილბაო" იყო და ის შეხვედრაც ბასკების გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

ესპანეთის თასზე "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული მატჩების მიხედვით, მესისა და სამიტიერს ანდრეს ინიესტა (73 თამაში), ვისენს პიერა (71) და ჩავი ერნანდესი (70) მოსდევენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 7 თებერვალი 2020 21:32
    2
    მომავალ წელს გახდება ერთპიროვნული ლიდერი.
    Culé [?]
    #3 7 თებერვალი 2020 21:20
    1
    ესპანურმა გამოცემა Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რადარზე "რეალ სოსიედადის" 28 წლის თავდამსხმელი, ვილიან ჟოზე გამოჩნდა.
    წყაროს თანახმად, გამოცდილ სტრიკერს რეკომენდაციას "ბლაუგრანას" თავკაცი, კიკე სეტიენიც უწევს.


    ...ეეეეეჰ, გვეშველება რამეე??? persevere
    Rivaldo barca
    სტუმარი [?]
    #2 7 თებერვალი 2020 19:41
    0
    Karoche araperi gvishvelis . Miscen koutinio da grizmani da mbape gamoartvan. Tan kous neimsrtan unda tamashi da gaugeben.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 თებერვალი 2020 19:10
    4
    ეეჰ კარგი იქნებოდა მოეგო მარა იღბალმა არაო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued