იბრაჰიმ აფელაის ინტერვიუ

იბრაჰიმ აფელაის ინტერვიუ

ინტერვიუს მისაცემად ”Ciutat Esportivo”-ზე მისულ იბრაჰიმ აფელაის ძლიერ სიცივეში უსახელო მაისური ეცვა. ჰოლანდიურ კლიმატთან შედარებით ბარსელონაში მისთვის ზაფხულია. მისი ცხოვრებაც ”ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ სიამოვნებად გადაიქცა, ისევე როგორც ურთიერთობა თანაკლუბელებთან, მწვრთნელებთან და საზოგადოებასთან. ყველაფრის მიუხედავად ის აგრძელებს მუშაობას, რათა მოიპოვოს გვარდიოლას ნდობა. ”მე შენი იმედი მაქვს” - უთხრა გვარდიოლამ აფელაის.

[ინტერვიუ ჩაწერილია 16.01.2011]

 - როგორ მოგწონს შენი ახალი ცხოვრება?

 - ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ჩემი ნერვების დასაწყნარებლად დროც არ მქონდა. ჩემი ფეხები კიდევ კანკალებდნენ, მაგრამ ახლა თავს თავისუფლად ვგრძნობ და ვცდილობ გავხდე როგორც უკეთესი ფეხბურთელი, ასევე ადამიანი.

 - შენ შეგიძლია ხუთ პოზიციაზე ითამაშო და ორივე ფეხით დაარტყა. როგორ ფიქრობ, რა უნდა გააუმჯობესო შენს თამაშში?

 - ყოველთვის შემიძლია ჩემი თამაშის ნებისმიერი ასპექტი გავაუმჯობესო. არასაკმარია იყო მხოლოდ კარგი. ყოველ დღე მე ახალ რაღაცეებს ვსწავლობ, ვცდილობ გავხდე უკეთესი. მოუნდომებელი, რთული მუშაობის გარეშე ვერსად მოხვდები. თავდაპირველად მე ქუჩაში ვთამაშობდი, ახლა კი გასახდელში მესის გვერდით მაქვს კარადა. ბევრი მუშაობის გარეშე აქ არ ვიქნებოდი. ყოველთვის მზად ვარ ვიმოქმედო, როცა საჭიროა და ვფიცავ, რომ ასეთი თვისებები თავისით ციდან არ მოდის. ”ბარსასთან” ერთადაც მსურს მზად ვიყო, როცა გუნდს დავჭირდები.

 - რა არის შენი ძლიერი მხარეები?

 - საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ”ბარსელონამ” კი ზუსტად იცის, თუ რატომ მიყიდა. მე მჯერა, რომ აქ მეტი სალაპარაკო და ასახსნელი აღარაფერია.

 - ინტერვიუში, რომელიც წლების წინ ჰოლანდიურ პრესას მიეცი განაცხადე, რომ შენთვის სამაგალითო ინიესტაა, რომელიც მოგწონს დაბალი ტანით და შესანიშნავი სათამაშო თვისებებით...

 - დიახ, მაგრამ ანდრესი ერთადერთი არ არის. ასევე მომწონს მესი და ჩავი, და ”ბარსას” ყველა ფეხბურთელი. ისინი საუკეთესონი არიან. მათ შორის შესანიშნავი ატმოსფეროა. ყველა მათგანი მეხმარება, ისევე როგორც გვარდიოლა. აქ ძალიან თბილი და მეგობრული ატმოსფეროა, რომელიც მაროკოს მახსენებს.

 - ჯერ კიდევ ოცნებებში ცხოვრობ?

 - არა, ეს ოცნება აღარაა, ეს რეალობაა. მე მსურს გუნდს დავეხმარო მატჩების და ტიტულების მოგებაში, იქნება ეს სათადარიგოთა სკამი, მატჩი თუ უბრალოდ ვარჯიში. ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მჭირდება რათა გავიზარდო, წინ წავიდე და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი ელემენტები ყოველ დილით უნდა დავტენო.

 - რატომ ფიქრობს ბევრი ადამიანი, რომ სეზონის დასრულებამდე შენ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდები?

 - ეს მე არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ”ბარსამ” უკვე იცის რა ჭირდება და იციან რა სარგებელს მოვუტან მე.

 - შენ ქუჩიდან დაიწყე? ისევე როგორც მესიმ, ჩავიმ და ინიესტამ. 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელებმა...

 - ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. შეიძლება ისეთ დონეზე არა, რომ ლოგინში ბურთით ვწვებოდე, მაგრამ თითქმის მაგ დონეზე. როგორც კი გაკვეთილები მიმთავრდებოდა თამაშს ვიწყებდი და შემეძლო დაღამებამდე არ გავჩერებულიყავი. იქ ბევრი რამ ვისწავლე.

 - ასე ისწავლე შენ ორივე ფეხით თამაში?

 - ყველაფერი რაც კი მახსოვს არის ის, რომ როცა ბურთს მარცხენა ფეხზე მივიღებდი ვფიქრობდი თუ რატომ უნდა დამეკარგა ძვირფასი წამები მარჯვენა ფეხზე გადმოსატანად, ამიტომ მარცხენათი ვურტყამდი. ახლა ორივე ფეხით დარტყმა შემიძლია. დიახ, მე ეს იქ ვისწავლე.

 - ”ბარსა” მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, რომელშიც მოქმედების სისწრაფე გადამწყვეტი ფაქტორია. რა დრო გჭირდება 100 მეტრის გასარბენად?

 - წარმოდგენა არ მაქვს! ვფიქრობ აქ ფიქრის სისწრაფე უფრო მნიშვნელოვანია. ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც მესი, ჩავი, ინიესტა, პედრო და ვილია არიან არ გაქვს დროის დაკარგვის უფლება. ყოველთვის მზად უნდა იყო.

 - როგორია მწვრთნელი პეპი?

 - ის ფეხბურთელებთან ბევრს საუბრობს. ის მეგობრულია. მასთან თავს კარგად ვგრძნობ, ისევე როგორც დანარჩენებთან.

 - მათ უკვე მოგიყვეს მადრიდთან დაპირისპირებაზე?

 - არაფრის ახსნა საჭირო არაა, ამის შესახებ ყველამ იცის. როგორც ”ბლაუგრანას” ფეხბურთელს მსურს ”ბერნაბეუზე” ვითამაშო და იქ გოლის გატანა ნამდვილი ოცნება იქნება, ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს.

 - შენ იცი რას ნიშნავს ფრაზა ”més que un club”?

 - რა თქმა უნდა. ამ სიტყვების დამამტკიცებელს ყოველ დღე ვხვდები, მაშინ როცა ვარჯიშზე მივდივარ, მაშინ როცა ვთამაშობთ და მაშინ, როდესაც ქუჩაში ხალხი მხვდება გამარჯობის სათქმელად. ”მეტი, ვიდრე კლუბი” - ეს მე მომწონს.

 - შენმა ჰოლანდიელმა მეგობრებმა ბილეთები არ გთხოვეს, რომ ”ნოუ კამპზე” შენი თამაში იხილონ?

 - პირველ ადგილზე ჩემი ოჯახია. ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

 - როგორ თვლი, ბედისწერამ მოგიყვანა ბარსელონაში, ქალაქში სადაც შენი აწ უკვე გარდაცვლილი მამა ცხოვრობდა, სანამ ჰოლანდიაში გადავიდოდა?

 - შესაძლებელია... ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ხანდახან შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ ის ჩემთანაა.

 - როგორია შენი პირველი მოგონება ”ბარსელონაზე”?

 - რაღაც განსაკუთრებული მოგონება არ მაქვს. ვიცი, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელები აქ ადრეც თამაშობდნენ, მაგალითად კლუივერტი. მე ვუყურებდუ, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობდნენ აქ, რათა მესწავლა.

 - რას ფიქრობ იმის შესახებ, რომ სნეიდერი ვერ მოხვდა ”ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატთა სამეულში?

 - მე ჟიურის წევრი არ ვარ, ასე რომ ხმის მიცემა არ შემიძლია.

 - საკუთარ თავს ხედავ, თუ როგორ თამაშობ ”არსენალის” წინააღმდეგ?

 - ეს შესანიშნავი მატჩები იქნება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბევრს ვიშრომებ, რათა გავამართლო ”ბარსელონას” ნდობა.

 - ყველაზე მეტად თანაგუნდელებში რამ გაგაოცა?

 - იმან, თუ როგორი კეთილები არიან.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.