პედრო: ”რომელ თამაშს გამოვარჩევდი? 5:0-ს ”რეალთან”

  • 28-01-2011, 12:27
  • ჩაატარა რა 100 მატჩი ”ბარსელონას” რიგებში, პედრო როდრიგესმა თავისი ადგილი დაიმკვირდა გვარდიოლას გუნდში. იმ წარმატებებსა და ტიტულებს შორის, რომელსაც მან ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია, პედრო სიამოვნებით იხსენებს გამარჯვებას ”რეალზე”.

    მან გაიტანა გოლი, რომელმაც ”ბარსას” 2009 წლის ევროპის სუპერ თასი მოაგებია. მისი გოლები დაეხმარა გუნდს მსოფლიო საკლუბო თასის მოპოვებაში. მიუხედავად ამისა, როდესაც სთხოვეს აერჩია მისი რჩეული მომენტი, პედრომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა: ”მადრიდის ”რეალზე” გამარჯვება, ანგარიშით 5:0, ”კამპ ნოუზე””.

    ”ალმერიასთან” გამარჯვების შემდეგ პედრო როდრიგესი ”ბარსა ტვ”-ს გადაცემა ”ელ მარკადორს” ესტუმრა. ესპანელი ფორვარდი აღიარებს, რომ შესანიშნავ ფორმაშია: ”ეს მთლიანად გუნდის მუშაობის შედეგია. ვთვლი, რომ ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს დონეს და ამიტომ მე თავს კარგად ვგრძნობ მინდორზე. მე მოვიპოვე ნდობა და გუნდს კარგად ვეწყობი”.  პედრომ იმედი გამოთქვა, რომ მისი წინსვლა გაგრძელდება.

    პედრო გამოეხმაურა თანაგუნდელების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს თასის ნახევარ-ფინალურ მატჩთან დაკავშირებით: ”ვიცით, რომ თამაში ჩვენთვის ძალიან სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ჩვენ საპასუხო შეხვედრა გველის და არ უნდა ვიყოთ ზედმეტად დარწმუნებულები ჩვენს თავში. კარგად გვახსოვს ”ბეტისთან” მატჩში რაც მოხდა, ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.”

    ხშირია საუბარი თასის ფინალში ”რეალისა” და ”ბარსელონას” დაპირისპირებაზე. შეგახსენებთ, რომ ”რეალმა” სტუმრად სძლია ”სევილიას” (0:1). მიუხედავად ამისა, პედრო თავს არიდებს ზემო-ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიებს და აცხადებს ”სასიამოვნო იქნება ფინალში შეხვედრა და კარგი თამაშის ჩვენება.”

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი