ადებაიორი: ”რეალს” ”ბარსელონას” დამარცხება შეუძლია”

ადებაიორი: ”რეალს” ”ბარსელონას” დამარცხება შეუძლია”

როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება, მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელს, ემანუელ ადებაიორს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მის ახალ გუნდს ძალუძს ისეთი მეტოქის დამარცხება, როგორიც ”ბარსელონაა”.

ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ კატალონიელების შემთხვევაში საუბარი შესანიშნავ გუნდზეა.

”ბარსელონა” უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დანებდე ბრძოლაში მათ და შეეცადო მათი დამარცხება. ჩემი აზრით, ეროვნული პირველობის დასრულებამდე ჩემპიონის ტიტულის ვინაობის საკითხი ღია იქნება. მე თვითონ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ”ბლაუგრანას” დამარცხება. ასე რომ არ ვფიქრობდე, ჩემს გადმოსვლას ”რეალში” აზრი არ ექნებოდა. ჩვენ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რონალდუ, კაკა და ბენზემა, ასე რომ, შეცევდებით დავიბრუნოთ დანაკარგი”. - განაცხადა ადებაიორმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.