21 დარტყმა და 0 გოლი...
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში, ლეო მესი გოლის გატანას აქტიურად ცდილობს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამას ვერ ახერხებს.
"ვალენსისათან" მატჩში 11 უგოლო დარტყმისა და საკუთარი ანტირეკორდის გამეორების შემდეგ, ლეო "ლევანტესთან" გუშინ გამართულ შეხვედრაშიც (2-1) ბევრს ეცადა და 10-ჯერ დაარტყა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ის "მხოლოდ" ორ საგოლე გადაცემას დასჯერდა.
ლა ლიგაში, მესის უკვე ზედიზედ 21 უგოლო დარტყმა აქვს. აქედან 10-ჯერ მან ბურთი კარის ჩარჩოში მოახვედრა, 7-ჯერ ააცილა, ხოლო 4-ჯერ მეტოქემ დაუბლოკა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]