კეიტა:"ბარსა" ფინალში ითამაშებს"

  • 28-01-2011, 00:52
  • კეიტა:"ბარსა" ფინალში ითამაშებს"

    კატალონიის "ბარსელონას" 31 წლის მალელმა ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ, "ალმერიასთან" მატჩის შემდეგ დიდი სიხარული და კმაყოფილება გამოხატა. იგივე ემოცია შეიძლება გამოვხატოთ მისი გუნდის მიმართაც. კატალონიურმა კლუბმა, კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ალმერიას" უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა მის კარში.

    სეიდუ კეიტამ "AS"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბლაუგრანამ" ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისაკენ, ამიტომ განმეორებითი შეხვედრა მხოლოდ ფორმალობა იქნება.

    "მე ყოველთვის ვცდილობ ვიპოვო საუკეთესო გზა. ზოგჯერ მთელი დატვირთვით ვმუშაობ, ზოგჯერ - არა. უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც მოედანზე გავდივარ, გარშემორტყმული ვარ საუკეთესო პარტნიორებით. მიუხედავად იშვიათი თამაშისა, ვარ ძალიან კმაყოფილი. რაც შეეხება გუნდს, რომელიც ჩვენ ფინალში დაგვიპირისპირდება, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს."-განაცხადა სეიდუ კეიტამ, რომელსაც ჰგონია, რომ ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა იქნება.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი