სეტიენი: ბართომეუმ მითხრა, რომ ჩემი იდეების განხორციელებისთვის დროს მომცემს
გუშინდელ პრესკონფერენციაზე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, კლუბის პრეზიდენტზე და კლუბში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ესპანელი მწვრთნელის განცხადებით, ჟოზეპ მარია ბართომეუმ მას უთხრა, რომ თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად დროს მისცემდა.
"ბართომეუ მესაუბრა, მითხრა, რომ ჩემი სჯერა და დროს მომცემს იმისთვის, რომ ჩემი იდეები განვახორციელო.
რა თქმა უნდა, "ბარსელონა" ძალიან დიდი კლუბია და აქ ყველაფერს ჯერ კარგად არ ვიცნობ. ბევრი თანამშრომლის სახელი არ ვიცი.
მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ დაკისრებულ მოვალეობებს თავი გავართვა. ვიცი, რას უნდა მივაქციო ყურადღება და ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ არაფერს ვკითხულობ და არავის ვუსმენ. არ ვღელავ იმაზე, თუ რას იტყვიან ჩემს შესახებ". - თქვა სეტიენმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]