ჩავი ერნანდესი 40 წლისაა

ჩავი ერნანდესი 40 წლისაა

"ბარსელონას" ყოფილ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს, დღეს, 40 წელი შეუსრულდა.

ესპანელი, ამჟამად, "ალ სადის მწვრთნელია. ცოტა ხნის წინ, მისი ხელმძღვანელობით კლუბი ყატარის თასის გამარჯვებული გახდა.

ჩავი ერნანდესი "ლა მასიას" აღზრდილია. "ბარსელონას" პირველ გუნდში მისი დებიუტი 1998 წლის 5 მაისს, კატალონიის თასზე შედგა. ესპანელმა პირველი გოლი ამავე წლის 18 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასზე, "მალიორკას" წინააღმდეგ გაიტანა.

კლუბის მაისურით ჩატარებული პირველი თამაშიდანვე ჩავი ერნანდესმა ფეხბურთის გულშემატკივართა და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. გამორჩეული სტილისა და ტექნიკის მქონე ნახევარმცველმა მალე ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და 17 წლის განმავლობაში "ბარსელონას" შეუცვლელ ფიგურად იქცა.

ჩავი "ბარსელონაში" ჩატარებული მატჩების მიხედვით კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენია. მან 767 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 85 გოლი გაიტანა. "ბლაუგრანასთან" ერთად ესპანელმა 25 ტიტულის მოპოვება შეძლო:

  • ლა ლიგა - 8
  • ესპანეთის თასი - 3
  • ესპანეთის სუპერ თასი - 6
  • ჩემპიონთა ლიგა - 4
  • უეფას სუპერ თასი - 2
  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 2

ჩავი ასევე წარმატებით ასპარეზობდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც. ნაკრებთან ერთად მისთვის სადებიუტო ტურნირი 2000 წლის ოლიმპიური თამაშები იყო. იგი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. "ფურია როხასთან" ერთად ჩავი ორჯერ ევროპის (2008, 2012) და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი (2010) გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 25 იანვარი 2020 18:33
    0
    გახდა სამწვრთნელო ასაკის ❤❤❤
    Kingmessi10 10
    სტუმარი [?]
    #5 25 იანვარი 2020 18:30
    0
    გილოცავ მრავალს დაესწარი გილოცავ. და მალე მენახე ბარსაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 იანვარი 2020 17:30
    0
    გილოცავ მაესტროო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 25 იანვარი 2020 16:02
    3
    ლა ლიგა - 8
    ესპანეთის თასი - 3
    ესპანეთის სუპერ თასი - 6
    ჩემპიონთა ლიგა - 4
    უეფას სუპერ თასი - 2
    მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 2
    პლიუს
    ევროპის ჩემპიონი-2 -ჯერ
    მსოფლიოს ჩემპიონი!
    გენიალურ.

    და დრო მართლაც მიჭუილებს.
    Culé [?]
    #2 25 იანვარი 2020 16:02
    2
    41 წელი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის რანგში მოგველოცოს მაესტრო....წარმატებები ❤️
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 25 იანვარი 2020 15:40
    3
    მაესტროოოო heart_eyes heart_eyes . წარმატებებიი.