მუსა ვაგე "ტორინოში" გადასვლასთან ახლოსაა

მუსა ვაგე "ტორინოში" გადასვლასთან ახლოსაა

"ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის რთული მისახვედრი არა, რომ კატალონიელთა მარჯვენა მცველს, მუსა ვაგეს, კიკე სეტიენის გუნდში მომავალი არ აქვს.

21 წლის ფეხბურთელს ბევრი სათამაშო დრო არც ერნესტო ვალვერდეს დროს ეცემოდა, მაგრამ "იბიცასთან" გამართული სათასო დაპირისპირების განაცხადს მიღმა დარჩენა ნიშნავს, რომ სეტიენი მას სათადარიგო ვარიანტადაც კი არ განიხილავს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დიდი ალბათობით, ის, სეზონის ბოლომდე, იჯარით, იტალიურ "ტორინოში" ითამაშებს.

მუსა ვაგე, რომელმაც სენეგალის ნაკრებში 18 თამაშის ჩატარება და მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანაც კი მოასწრო, "ბარსელონას" 2018 წელს, ბელგიური "ეიპენიდან" შუერთდა, კატალონიელთა პირველ გუნდში კი გასულ ზაფხულში დაწინაურდა. მან "ბარსა ბ"-ში 20, ხოლო პირველ გუნდში 3 თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 იანვარი 2020 17:20
    0
    კოუტო მოყავთ ძაან მაგარი ბიჭია ამისთვისაც უკეთესია თუ წავა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 25 იანვარი 2020 12:29
    5
    მოიყვანეს უკვე 17 წლის ბრაზილიელი მარჯვენა ფლანგზე,მომავალი ალვესია და იმედია გაამართლებს იმედებს heart_eyes .
    Culé [?]
    #1 25 იანვარი 2020 12:05
    2
    არ უნდა გავყიდოთ იჯატა კაი იქნება.მარა ტორინოში არაა.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "