ოფიციალურად: "ბარსელონამ" ახალგაზრდა თავდამსხმელი იყიდა

ოფიციალურად: "ბარსელონამ" ახალგაზრდა თავდამსხმელი იყიდა

22 წლის ალბანელი თავდამსხმელი რეი მანაი "ბარსელონას" საკუთრებაა. კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბარსას" ალბანეთის ნაკრების შემტევი ბ გუნდისთვის უნდოდა და ასეც მოხდა. "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდმა მანაი "ალბასეტედან" 700 ათას ევროდ შეიძინა. ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის თანხა, შესაძლოა, 2 მილიონამდე გაიზარდოს. ფეხბურთლმა 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 50 მილიონი ევროა.

მანაი, დიდი ალბათბით, აბელ რუისს ჩაანაცვლებს, რომელიც, სავარაუდოდ, ლისაბონის "სპორტინგში" გადავა.

რეი მანაიმ ფეხბურთის თამაში იტალიაში, "პიაჩენცაში" დაიწყო. შემდეგ იყო "კრემონეზე", "სამპდორია" და "ინტერიც" კი, რომლის მაისურითაც ალბანელმა, 2015/16 წლებში, 6 თამაში ჩაატარა. "ინტერიდან" მანაი "პესკარაში", "პიზასა" და "გრანადაში" გაანათხოვრეს, ხოლო 2018 წელს ის "ალბასეტეში" გაყიდეს. ესპანური გუნდის მაისურით ფეხბურთლმა 41 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. მის აქტივში ალბანეთის ნაკრებში ჩატარებული 11 მატჩი და 3 გოლიცაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 იანვარი 2020 15:09
    0
    ალბანელი ჩემთვის კრიმინალთან ასოცირდება.
    ფანი [?]
    #4 21 იანვარი 2020 14:32
    2
    Ruisi zalian momwons lideruli tvisebac aq.. esec ar unda iyos cudi magram ravi..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 იანვარი 2020 12:03
    2
    წარმატებები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 21 იანვარი 2020 11:40
    3
    ავშენდით joy joy .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 იანვარი 2020 11:38
    3
    ციტატა: CHEPE
    აბელ რუის რომ გაუშვებ და ამას მოიყვან😏🙄 რას ეწევა ბართომეუ ასეთს.. შეეძლი ბარსას რუისი ეთამაშებინა ძირითადში მაგრამ არაა უნდა დაკარგონ ლამასიელები როგორმე

    ბართომეუს სატრანსფერო პოლიტიკის შესაფერისი მოსაწევი ჯერ არ ამოუღიათ არცერთი ბარიგის ჩხრეკისას. მიმდინარეობს გამოძიება
    --------------------
    fly with barca,
    die with barca