რვა "ლა მასიელი" "გრანადას" წინააღმდეგ

რვა "ლა მასიელი" "გრანადას" წინააღმდეგ

კიკე სეტიენმა "ბარსელონაში" მოსვლისას განაცხადა, რომ ყურადღება მიექცეოდა კლუბის აკადემიას. ესპანელის თქმით, იგი ყოველთვის მისცემდა შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს შესაძლებლობების დემონსტრირებისა და განვითარებისთვის. სეტიენის სადებიტუო მატჩში მოედანზე 8 "ლა მასიელი" იხილა გულშემატკივარმა, რაც მთავარი მწვრთნელის სიტყვებს სარწმუნოს ხდის.

ძირითად შემადგენლობაში აკადემიის აღზრდილები: ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი, სერჟი რობერტო, ჟორდი ალბა, ჟერარ პიკე და ანსუ ფატი იყვნენ. მატჩის 71-ე წუთზე სეტიენმა პირველი ცვლილება განახორციელა და მოედანზე აკადემიის აღზრდილი რიკი პუჩი შემოვიდა ივან რაკიტიჩის ნაცვლად. პუჩიმ შეხვედრის ერთადერთ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მე-80 წუთზე კი მოედანზე კიდევ ერთი "ლა მასიელი" კარლეს პერესი გამოვიდა ანსუ ფატის ნაცვლად.

საბოლოოდ, შეხვედრაში 8 "ლა მასიელმა" მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს კი ფატის, პუჩისა და პერესის სახით სეტიენმა თამაშში ჩართვის შანსი მისცა.

Sport-ის შეფასებით, ამ კუთხით, სეტიენისთვის ეს კარგი დასაწყისი იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #9 21 იანვარი 2020 10:06
    0
    ციტატა: ხავი ლეგენდა
    რეალურად ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან ძნელია მოიყვანო ცენტრფორვარდი ვინც გოლებს შეყრის.
    ჩემი აზრით არის 2 ვარიანტი.
    კავანი ან ჯეკო
    ამათი დათრევა შეიძლება.დანარჩენ პიონტეკებს
    და მილიკებს ისევ გრიზმანი აჯობებს.
    2016 წლის გრიზმანი გვჭირდება ფორმის პიკში რომ იყო და საერთოდ აღარავინ დაგჭირდება.

    ვერნერი იდეალურია
    Culé [?]
    #8 20 იანვარი 2020 22:51
    3
    ლა მასიის როლი უნდა გაიზარდოს გუნდში, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს გუნდი სუ რო მილიარდები ხარჯონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 იანვარი 2020 22:10
    6
    რაც უფრო მეტი ლა მასიელი დაწინაურდება მით უკეთესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 20 იანვარი 2020 22:06
    4
    კარგია ლამასიელები უნდა ჭარბობდნენ გუნდში
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #5 20 იანვარი 2020 21:59
    7
    აკადემიიდან დაწინაურებული სხვა დონეა👍👌
    ფანი [?]
    #4 20 იანვარი 2020 21:01
    8
    გრიზმანი რატო დაეცა ნახევარ სეზონში ბენტნერის დონეზე?😞 დაცვაში გუშინ ძალიან კარგად ითამაშა რამოდენიმე ეპიზოდში მაგრამ ის ხომ შემტევია...
    ფანი [?]
    #3 20 იანვარი 2020 20:41
    16
    იმენა ფილოსოფიურად და ისტორიულად გუნდი რომელიც ტოტალურად აკონტროლებს ბურთს და თამაშს რამდენი წლია ასეთი დომინირება არგვინახიაა ?
    პროსტა ეს დომმინირებაც რო მოგენატრება
    რა 57/43 ან 60 .... რალიზაციაც მოვაა ათამასდნნ ფეხბურტელებიი და ყველაფერი კარგად იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 იანვარი 2020 20:14
    8
    კრისტინა-დიბალას ტუჩებში "ამბორი" ნახეთ? Питух гамбургски💋
    ფანი [?]
    #1 20 იანვარი 2020 20:01
    4
    იის ხავი სიონსი რომდაითესაა მაგრად ტეხავს მაგარი ნიჭიერი ყრმაწვილი იყო, კიკე მიხედავდა იმ ბიჭს, კიკე კიარა ყველა ნორმალურად მოაზროვნე გამოჭედავდა ტოპ იგროკს მაგბიჭიდაან
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.