პაბლო საბალეტა: მესის ჭამისთანავე ეძინებოდა

პაბლო საბალეტა: მესის ჭამისთანავე ეძინებოდა

არგენტინელი ფეხბურთელი პაბლო საბალეტა იმ დროს იხსენებს, როდესაც ის ბარსელონაში ჩავიდა და თავისუფალ დროს ლეო მესისთან ერთად ატარებდა.

"2005 წელს, "ესპანიოლში" გადავედი და მე და მესის ერთ ქალაქში ცხოვრება გვიწევდა. ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა და საჭმელად ერთად ხშირად დავდიოდით. ლეო როგორც კი შეჭამდა, მაშინვე ეძინებოდა.

მესიმ სახლი ბარსელონასთან ახლოს, კასტელდეფელსში იყიდა, მაგრამ მას ბინა ქალაქის ცენტრშიც ჰქონდა. სადილის შემდეგ, მანქანაში ჩავსხედით და ლეომ ჩაძინება დაიწყო მე მას ვუთხარი: "სანამ დაიძინებ, მითხარი, სად მიგიყვანო?" "ჩემს სახლში, კასტელ დე ფელსში" - მიპასუხა მან და დაიძინა.

როდესაც მივედით, გავაღვიძე და მეუბნება: "აქ  არა! მე გითხარი მეორე სახლში მიგეყვანე!" მე კი ვუპასუხე: "არა, არა, არ მაინტერესებს. დაძინება აქაც შეგიძლია. ასე ვერ მომექცევი." რა თქმა უნდა, ბოლოს მაინც მეორე სახლში მივიყვანე. მანქანაში ხომ 80-მილიონიანი ნიჭი მეჯდა." - განაცხადა საბალეტამ Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 17 იანვარი 2020 14:48
    10
    მე მხოლოდ ერთი ფრაზა გავიგე ბოლოს =
    "მანქანაში 80-მილიონიანი ნიჭი ეჯდა". laughing

    მხოლოდ ფასს არ ვეთანხმებიიი laughing
    ისე, ჭამის მერე წამოკოტრიალება ყველას უნდა და ამაშიც გინდოდათ რომ 80-მილიონიანი გენიოსი გამონაკლისი ყოფილიყო??? laughing
    ნიჭს მოფრთხილება უნდა თორემ განიავდებააა laughing
    ფანი [?]
    #5 17 იანვარი 2020 14:43
    3
    თუ ვინმემ გაიგეთ მეც მითხარით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 იანვარი 2020 14:02
    4
    რაო? რა მინდაო?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 17 იანვარი 2020 13:50
    2
    ვააა, ზოგი რა მაგრად უბერავს joy joy .
    sandro barca
    სტუმარი [?]
    #2 17 იანვარი 2020 13:29
    3
    მაგარი სტატიაა smile
    ფანი [?]
    #1 17 იანვარი 2020 13:22
    3
    ვითომ სიბრძნე თქვა ამ ჩემის გადანგრეულმა.