ლიონელ მესი: გოლის გატანაზე გაცილებით ნაკლებს ვფიქრობ

  • 15-01-2020, 15:53
  • ლიონელ მესი: გოლის გატანაზე გაცილებით ნაკლებს  ვფიქრობ

    ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ყოველ დღე გოლის გატანაზე ნაკლებად ფიქრობს და ურჩევნია მოედნის სიღრმეში იმოქმედოს, ვიდრე საჯარიმოში.

    "გოლი გატანაზე გაცილებით ნაკლებს ვფიქრობ. მირჩევნია უკან დავიხიო და ვიყო შემქმნელი, ვიდრე ის, ვინც მომენტს ასრულებს. რა საკვირველია, მე მიყვარს გატანა და როცა ამის შანსი მეძლევა, ვიყენებ. თუმცა, მოედანზე გასვლისას უფრო მეტ ყურადღებას თამაშს ვუთმობ, ვიდრე გოლის გატანას. გოლის გატანით შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ."

    "მესმის, რომ ხალხი ლაპარაკს დაიწყებს, როდესაც გოლების გატანას შევწყვეტ, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია, გაიზარდო როგორც მოთამაშე და შეეგუო დროს, იყო საუკეთესო, როგორც შენი თავის, ასევე გუნდისთვის."

    "ყოველთვის გამქოდნა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც გატანა მიჭირდა. ეს ჩემი კარიერის პირველი წლები იყო. შეიძლება შეცდომას ვუშვებდი ან უიღბლო ვიყავი. მქონდა უამრავი შანსი, თუმცა გატანას მაინც ვერ ვახერხებდი. ეს ყველაფერი რამდენიმე წელს გრძელდებოდა, შემდეგ კი ბურთმა მეტოქის კარებში შესვლა დაიწყო. მახსოვს, ერთხელ სამუელ ეტოომ მითხრა - როდესაც გატანას დაიწყებ, არ გაჩერდები." - ციტირებს მესის სიტყვებს Goal.

    თეგები: ლიონელ მესი

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    15 იანვარი 2020 17:53

    ნაკლებად ფიქრობ,მაგრამ მაინც საუკეთესო ბომბარდირი ხარ👍👍👍👍 kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

    10
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 იანვარი 2020 16:46

    სუა გამოგვაკლდა სეზონის ბოლომდე და მოგიწევთ შენ და გრიზმოს გოლების ბლომად შეყრა

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    buxo გულშემატკივარი [?]

    15 იანვარი 2020 16:12

    შენთუარა ვინ უნდა გაიტანოს დღევანდელ ბარსაში? გიჟი ხოარხარ შეჩემა. ძაალიან საინტერესოდ ავარჯიშებს კიკე ბიჭებს ვარჯიშის ნაწყვეტს ვუყურე სიმონდა რაღაცნაირად მომეწონა მიდგომა, ართმევაზე 2კაცს ათამაშებდა 2გრუპაში. არუნდა იყოს ცუდი ტრეინერი ცუდირა ვალვერდეზე ცუდიარიქნება.

    10
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    გასულია
    JUZI წევრი [?]

    15 იანვარი 2020 16:09

    მიდი ლომო მიაწექი, შენ კიდე ბევრი ლამაზი დღეები უნდა გვაჩუქო. გულით ითამაშე და გოლებიც თავისთავად ბევრი იქნება.

    „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუჭირდა.

    „პერსონალური მეურვეობა არ მაღელვებს. იცი, რომ რთული მატჩები გელოდება, მაგრამ უცნაურია, როდესაც შენს გვერდით გამუდმებით ვიღაცაა. გულწრფელად გითხრათ მსგავსი შემთხვევა არცთუ ხშირად მქონია.

    ყველაზე მეტად პაბლო მაფეოსთან გამიჭირდა „ჟირონადან“. ეს მართლაც რთული იყო. არასოდეს მიწუწუნია, რადგან ვიცი, რომ ფიზიკური კონტაქტი და დარტყმები ეს თამაშის ნაწილია“ - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა DAZN-თან ინტერვიუში.

    13

    პარტნიორები

    Flashscore.ge