კიკე სეტიენი: "გუშინ სოფელში ძროხებთან ერთად დავდიოდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვავარჯიშე"

  • 14-01-2020, 17:59
  • კიკე სეტიენი: "გუშინ სოფელში ძროხებთან ერთად დავდიოდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვავარჯიშე"

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, პრეზენტაციაზე, პირველი კომენტარი გააკეთა კატალონიელთა დამრიგებლის რანგში.

    კიკე სეტიენის პრესკონფერენცია:

    "პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს, რომ მომცა შესაძლებლობა აქ ვყოფილიყავი.

    ჩემი აქ მოსვლა იყო ყველაზე გიჟური ოცნება ჩემს ცხოვრებაში. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ მსგავს სიტუაციებში, ახლა ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. მადლიერი ვარ აქ ყოფნით.

    გუშინ სოფელში ვიყავი და ძროხებთან ერთად დავდიოდი, დღეს კი "სიუტატ ესპორტივაზე" მოვედი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვავარჯიშე.

    ეჭვგარეშეა, რომ ჩემი მიზანი მოგებაა, ყველაფრის მოგება. ამ კლუბს უნდა, რომ მოიგოს ყველაფერი, ყოველ წელს, ასევე ითამაშოს კარგი ფეხბურთი. საუკეთესო გზა ყველაფრის მოსაგებად არის ხარისხიანი ფეხბურთის თამაში.

    ბევრი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეგვეძლება მაქსიმალურად ბევრი ვიმუშაოთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.

    მრავალი წლის განმავლობაში სიამოვნებას ვიღებდი "ბარსელონას" ფეხბურთის ყურებით. მათ ყოველთვის ვუყურებდი, ყოველ თამაშს.

    შესაძლებლობა მაქვს გავწვრთნა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები, ეს არის ისეთი დიდი რამ, რაც ჯერ კარგად ვერ გავაანალიზე. მადლიერი ვარ.

    მე ყველას ვუსმენ, მაგრამ თუ ჩემს თავში რაიმეზე დარწმუნებული ვარ, მას არ შევცვლი. მოვკვდები და არ ვუღალატებ.

    ამ კლუბს ყავს ექსტრაორდინალური აკადემია. აკადემიის ფეხბურთელები ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ და მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთან ერთად.

    პირველი გუნდის ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნიჭიერი ბავშვები აუცილებლად მიიღებენ თავიანთ შანსს, თუ დაიმსახურებენ. პირველი გუნდის ფეხბურთელებს განტვირთვის და მოდუნების საშუალება არ ექნებათ.

    მადლობა ერნესტო ვალვერდეს იმისათვის, რომ ისეთი გუნდი დამიტოვა, რომელიც გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფება.

    მე ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შემიძლია ჩემი იდეები და საფეხბურთო ხედვა ფეხბურთელებს. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ყოველდღე.

    მე აქ მოვედი უზარმაზარი ენერგიით, მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშავს "ბარსა".

    როცა ჩვენ ერთ თამაშს მოვიგებთ, უნდა მოვემზადოთ შემდეგის მოსაგებად. ეს არის ჩვენი მიზანი, ამისათვის კი თავი არ უნდა დავზოგოთ.

    ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით.

    სუარესის სახით ჩვენ საკვანძო ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ ახლა იმ ფეხბურთელებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც გვყავს.

    თამაშის ფორმაცია? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფილოსოფია. შესაძლოა, ზოგჯერ 4-3-3-ის შეცვლა მოგვიწიოს. ზოგჯერ შეიძლება 4-4-2-ით ვითამაშოთ, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე. მთავარია, რომ ფილოსოფია არ შეიცვლება, ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს ითამაშებს.

    5 წუთიც არ დამჭირვებია, რომ "ბარსელონას" წინადადებას დავთანხმებოდი. გუშინ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როცა შემატყობინეს.

    მე არ მაქვს ვრცელი CV, მე არ მაქვს ტიტულები, მაგრამ მე ვაჩვენე, თუ რა არის ჩემი ფილოსოფია, როგორ თამაშობენ ჩემი გუნდები. მადლობელი ვარ, რომ "ბარსელონას" გაწვრთნის შესაძლებლობა მომეცა."

    კომენტარები [ 42 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Sekhniashvili Culé [?]

    15 იანვარი 2020 17:30

    ვალვერდეს მერე ძაან მეიმედება ეს კაცი და ამისი სტილი :დ შეიძლება არაა ბარსას დონის მაგრამ იმედი მაინც მაქვს და დამაიმედებლად ილაპარაკა. მთავარია მიზანდასახულია და ლამაზი ფეხბურთის თამაში უყვარს და მგონია რო ბევრს მიაღწევს

    4
    გასულია
    me da barca Culé [?]

    15 იანვარი 2020 15:19

    ბედი და იღბალი თუ ვნმეს აქვს, ამას ჰქონია.

    3
    გასულია
    აბრაგი წევრი [?]

    15 იანვარი 2020 01:33

    არც გვყავს რამოდენიმე ძროხა))

    8
    გასულია
    barcachampion Culé [?]

    14 იანვარი 2020 23:59

    აბა შენ იცი <3

    5
    გასულია
    Gnidius გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 22:55

    რა 4 4 2 ეს ვერ არის აი

    2
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    14 იანვარი 2020 22:31

    ციტატა: პავლოვიჩი56
    ...ანუ სიზარმაცე გამორიცხულია.

    ..და კიდევ გამორიცხე ბიზნესების კეთება პირადად, ჰყავთ მაგათ მიმხედი მენეჯერები, ასე რომ პირველ რიგში პიკეს დაერხააა.არავითარი ბიზნესი და არავითარი შაკირაააა. smile smile smile

    3
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 21:47

    4 4 2 ის იდეა არ მომეწონა რაღაც

    8
    გასულია
    B A R C A წევრი [?]

    14 იანვარი 2020 21:29

    რაღაც არ მომეწონა ამის "ბოდიალი"🙄😐

    3
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    14 იანვარი 2020 21:21

    მაგ ფაქტით შენ ხარ ბედნიერი,იმედია ჩვენც ანალოგიურად ვიქნებით სეზონის ბოლოს.

    10
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    CHEPE გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 21:20

    ვალომ ასე თუ ილაპარაკა მაინც როცა მოეთრა😃😃😃 სიტყვითაც არიყო მგელი ხოო როგორც მახსოვს მშვიდი პრესკომფერენცია იყო არანაირი აღელვება და ასეთი მძლავრი მსერავი სიტყვები აზრები თუ შეხედულებები

    8
    გასულია
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    14 იანვარი 2020 20:36

    წარმატებები კიკუ

    5
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    14 იანვარი 2020 19:58

    მშვენივრად და იმედის მომცემად ილაპარაკა აბა შენ იცი წარმატებები

    33
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Gio-96 გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 19:41

    ციტატა: (გიო)
    ციტატა: Visca el barca
    ერთადერთი რაც დარმუნებით შეიძლება ითქვას ისაა , რომ ნახევარდაცვა დალაგდება, კოუტინიოს არ გამოისყიდის ბავარია და დაბრუნება მოუწევს და იქნებ უშველოს მაგასაც რამე. რიკი პუჩსაც მიეცემა დრო, და რაც მთავარია დე იონგისა და არტურისგან ძლიერ ნახევარდაცვასშეკრავს,
    ბოლო ბოლო ჩვენი აზრი ცალკე , რომ გადავდოთ, სერხიოს აქვს დიდი სიმპატია ამ მწვრთნელის მიმართ

    თვითერზე შემხვდა პოსტი კიკეს კოუტინიოს სტილი მოწონს და სეზონის ბოლოს დაბრუნება უნდაო (Nუ რათქმაუნდა ბარსას მწვრთნელად თუ დატოვებენ)

    ეგ იმიტო რო მაგის ფორმაციის ბეტისში ჯდებოდა, აქ არვიცი რამდენად გამოყენებს თუმცა დიდი მიზნები აქვს და დალაგებულად ილაპარაკა, რაც მთავარია იცის რა უნდა გააკეთოს და რაიმე პრობლემას გასაღები როგორ მოუძებნოს, ერთი ვთვლი რომ დაცვაში თამაშში მოიკოჭლებს, ყოველ შემთხვევაში ბეტისში დაცვის ხაზი მაღლა ქონდა აწეული და კონტრებიდან ბევრს უშვებდა

    3
    გასულია
    alen halilovic ფანი [?]

    14 იანვარი 2020 19:34

    მშვიდად ბიჭებო, მოემზადეთ სასიამოვნო ემოციებისთვის. მე მგონი ბარსელონას ბნელი ხანა, რომელიც ენრიკეს ბოლო სეზონში დაიწყო, დიდი ხნით დასრულდა. სეტიენს ხავი შეცვლის და საფეხბურთო შოუ გარანტირებული გვაქვს არაერთი სეზონის განმავლობაში! ვისკა ბარსა!

    29
    საიტზეა
    vegassi54 Culé [?]

    14 იანვარი 2020 19:19

    ერთ რამეზე შევთანხმდეთ:ბარსაში მოსვლამდე ტიტულები მოგებული არ აქვსო რომ იძახიან,სად უნდა მოეგო? გვარდიოლას რა ჰქონდა მოგებული? ან ენრიკეს? ცხვირამაც კი მოიგო ტიტულები ჩვენთან ერთად და დაველოდოთ იქნებ ზუსტად ისე ათამაშოს ბარსა როგორც ყველას გვენატრება.

    27
    გასულია
    temuri32 ახალბედა [?]

    14 იანვარი 2020 19:18

    არ ველოდებოდი ასეთ ცვლილებას რატომღაც მეგონა ხავის მისაღებად ემზადებოდნენ smirk

    1
    გასულია
    saba_xavi Culé [?]

    14 იანვარი 2020 19:17

    ეგ არ უნდა გეთქვა ერთხელაც წააგებ თამაშს და სოფლელის იარლიყს აგაკრავენ

    5
    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!
    საიტზეა
    slevin_kelevra წევრი [?]

    14 იანვარი 2020 19:04

    მიდი შე ღორიშვილო გვიშველე რამეეეეეეეე

    1
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    14 იანვარი 2020 18:58

    ჰოდა შენ იცი აბა, არ გვათმევინო დატეულიყავი მაგ ძროხებთანო joy

    18
    გასულია
    Ronaldinho. წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:55

    რაღაც მაგრა მომეწონა ლაპარაკი,შემართება,მიდგომა და ვნახოთ)
    ფიზ მომზადება და ტაკტიკური სწორი გადაადგილებებია მთავარი დალშე გვყავს მგლები:)დავაააი სეტიეენ წარმატებები

    20

    პარტნიორები

    Flashscore.ge