დე იონგის უცნაური პოსტი: ვარჯიშის რეჟიმს ვუბრუნდები

დე იონგის უცნაური პოსტი: ვარჯიშის რეჟიმს ვუბრუნდები

გუშინ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, 3-დღიანი დასვენების შემდეგ, ვარჯიში განაახლეს.

საღამოს, კატალონიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა Facebook-სა და Twitter-ზე, გამოაქვეყნა ვარჯიშის სურათი წარწერით: "ვარჯიშის რეჟიმს ვუბრუნდები."

ამ დროს, ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებისა და მის ნაცვლად კიკე სეტიენის დანიშვნა ახალი გაოფიციალურებული იყო და ბევრმა ჩათვალა, რომ 22 წლის ფეხბურთელი ამ პოსტით სწორედ მწვრთნელის ცვლილებას გამოეხმაურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდეს ფრენკი დე იონგის შეძენა არ უნდოდა და კლუბმა გადაწყვეტილება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიიღო. ცოტა ხნის წინ, "ესპანიოლთან" გამართული მატჩის შემდეგ, ვალვერდემ დე იონგი, წითელი ბარათის მიღების გამო, ღიად გააკრიტიკა და ქულების დაკარგვაში ის დაადანაშაულა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერნესტო ვალვერდე ყველაზე ხშირად სწორედ დე იონგს ათამაშებდა.

ამჟამად, ფრენკი დე იონგის პოსტები სოციალური ქსელებიდან წაშლილია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #7 14 იანვარი 2020 21:33
    1
    წარმატებები ფრეეენკ.
    Culé [?]
    #6 14 იანვარი 2020 17:37
    2
    ციტატა: ani-barca10
    დე იოონგ შენ შეე#ც#ი კორბენას დედას და რეალს joy

    ანი-ბარცა10, თუ მართლა გოგო ხარ, საკუთარ თავს ნუ აკადრებ ასეთ კიმენტარებს. და თუ გოგო არ ხარ, მაშინ კომენტარის გარეშე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 იანვარი 2020 16:00
    9
    აუ ტიპმა წაკბინა კი არა გამოაჭამა ვალვერდეს კისერი :დდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 14 იანვარი 2020 15:12
    11
    იდეაში შეიძლება პროსტა ფინალის მერე დავუბრუნდიო დაწერა ჩვეულებრივად :დ ან მართლა წაკბინა ვალვერდეს :დ ის ხო არ ავარჯიშებდა წესიერად გუნდს :დ
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 14 იანვარი 2020 15:03
    4
    კრუიფის გვერდმა დაწერა კრუიფის მადიდებელიო.
    Culé [?]
    #2 14 იანვარი 2020 14:47
    8
    მესი რა მუდო ხარ,გამოდი განცხადება გააკეთე იმხელა სატკივარი მოშორდა გუნდს :დ
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Barca 6-1psg
    სტუმარი [?]
    #1 14 იანვარი 2020 14:35
    13
    ბიჭებო იუთუბში ნახეთ აბა ეს betis crazy tactics tactic analys და გაიცანიეთ კიკე