რას უნდა ველოდოთ "ბარსას" ახალი მწვრთნელისგან სადებიუტო "კლასიკოში"?

  • 14-01-2020, 10:28
  • რას უნდა ველოდოთ "ბარსას" ახალი მწვრთნელისგან სადებიუტო "კლასიკოში"?

    ბოლო წლებში, ერთი უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა - "ბარსელონა" "რეალს" ურთიერთშეხვედრებში კი ჯობნის, მაგრამ ამის მიზეზი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არა "კამპ ნოუზე", არამედ "სანტიაგო ბენაბეუზე" შედეგიანი თამაშია.

    "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" უკვე 7 მატჩია წაუგებელია. თუმცა, "კამპ ნოუზე" "რეალთან" გამართულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში "ბლაუგრანას" მხოლოდ 1 მოგება აქვს. საპირისპირო სიტუაციაა "სანტიაგო ბერნაბეუზე" - ზედიზედ 3 მშრალი მოგება, ხოლო ბოლო 7 შეხვედრიდან კატალონიელებმა ხუთში იმარჯვეს.

    ამ ტრადიციას აგრძელებდა "ბარსას" არ უკვე ყოფილი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეც. მისმა გუნდმა, სეზონის პირველ "კლასიკოში", უსახური თამაში ჩაატარა  და მხოლოდ ქულას გამორჩა. სამაგიეროდ, გაზაფხულზე მადრიდში გასამართი დაპირისპირება, ბოლო წლების შედეგების გათვალისწინებით, ოპტიმიზმის საფუძველს ტოვებდა.

    "ბარსელონაში" მწვრთნელი შეიცვალა და ვნახოთ, რა შედეგი აქვს ახალ დამრიგებელს, კიკე სეტიენს "რეალის" წინააღმდეგ.

    61 წლის კანტაბრიელი სპეციალისტი საზოგადოებამ "ბეტისში" წარმატებით მუშაობით გაიცნო, "ბარსელონას" გულშემატკივრების ყურადღება კი კრუიფის ფეხბურთის სიყვარულით მიიქცია.

    "ბეტისში" მუშაობის დროს, სეტიენი "რეალს" სულ 4-ჯერ დაუპირისპირდა და მას ზუსტად ისეთი შედეგები აქვს, ბოლო წლების "ბარსელონას" რომ შეეფერება - შინ ორივე წაგება, ხოლო "სანტიაგო ბენაბეუზე" ორივე მოგება, თანაც მშრალი ანგარიშებით - 1-0 და 2-0.

    მანამდე, სეტიენი "ლას პალმასში" მუშაობდა და "სამეფო კლუბისთვის" პრობლემების "სანტიაგო ბენაბეუზე" შექმნას ამ მოკრძალებულ გუნდთან ერთადაც ახერხებდა. სეტიენის "ლას პალმასს" "რეალის" წინააღმდეგ ასეთი სტატისტიკა აქვს - შინ 1 ფრე და 1 წაგება, სტუმრადაც 1 ფრე და 1 წაგება. სტუმრად ნათამაშები ფრე 2017 წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც სეტიენის გუნდი "რეალთან" 3-1 იგებდა, მაგრამ მადრიდელებმა 85-ე და 88-ე წუთებზე გაიტანეს და ქულა გადაარჩინეს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Guduna1986 ფანი [?]

    14 იანვარი 2020 14:54

    მაგარი ანალიზი იყო😂😂😂 იქნებ ცოტა სხვანაირი ანალიზი გააკეთოთ. კაცს ბურთის ფლობაზე აქვს აქცენტი ყველა თავის გუნდს ტიკიტაჯას ათამაშედა და წარმიიდგინეთ ბარსელონათი რას იზამს ამის ანალიზი გააკეთეთ ცოტა თავი შეიწუხეთ და თქვენითაც გააკეთეთ რამე ნორმალური ანალიზი თუ მხილოდ სტატიების თარგმნაა თქვენი საქმე

    2
    გასულია
    krolo წევრი [?]

    14 იანვარი 2020 13:44

    Valvardes xom ajobebs mainc gunds tavisi tamashis stils daubrunebs da meixodeba gundi

    1
    გასულია
    jigliga Culé [?]

    14 იანვარი 2020 13:17

    რავიცი მე არ ვემხრობი სეტიენის დანიშვნას მესის და ლიდერებს გავლენა როცა აქვთ მწვრთნელზე მაშინ ვერასდროს იქნება გუნდი ისეთი როგორიც უნდა იყოს

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    14 იანვარი 2020 12:52

    ციტატა: lurjibroweuli
    იმედის მომცემია ეს ყოველივე ჩემთვის. ვნახოთ რა იქნება. ერთი კი ფაქტია, რომ ბარსა დაიბრუნებს ძველ ბურთის ფლობის უსაზღვრო უპირატესობას და დომინაციას. ამ სეზონში თუ ძალიან არ მოაწონა თავი ბარსას მესვეურებს უეჭველი გაუშვებენ, კონტრაქტიც ამაზე მეტყველებს. 0.5+1+1 ასეთი კონტრაქტი გააფორმეს.

    ზუსტად იცი?

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ჯერ კიდევ ჩმორის გაგდებას ავღნიშნავ და ვერ გამოვდივარ ეიფორიიდან joy

    ჭიქით ხელში უნდა აღნიშნო, თან ახალი წელია. ზუსტად მაგას ვაპირებ 20 წუთში

    1
    გასულია
    JasoN გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 12:34

    არაფრის მთქმელი სტატიაა... სტატისტიკა რომ თამაშებს იგებდეს კარგი იქნებოდა

    2
    გასულია
    Futbol Club Barcelona გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 11:37

    განადგურებას უნდა ველოდოთ. ესაა ბართუშას მიზანიც. ბართომეუ არის პერესის კადრი, მისი მოგზავნილი გუნდის დასაშლელად, დაიმახსოვრეთ ბართომეუ რო წავა ზუსტად ბეტისის დონის კლუბი ვიქნებით

    10
    გასულია
    nikolozi96 წევრი [?]

    14 იანვარი 2020 11:28

    მოკლედ გილოცავთ წარმატებები კიკეს მჯერა რომ ბარსა ათამაშდება და დაემსგავსება თავის თავს სულ რომ წააგოს პრობლემა არ მექნება ის მაინც მეცოდინება რომ ლამაზად ითამაშეს და წააგეს და არა სვარკა რაც იყო და ჩელსი ატლეტიკოს რომ დაამსგავსა იმ უთავმოყვარეო ქლიავმა.წარმატებები კიკეს მჯერა ამ კაცის!

    13
    გასულია
    lurjibroweuli გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 11:28

    იმედის მომცემია ეს ყოველივე ჩემთვის. ვნახოთ რა იქნება. ერთი კი ფაქტია, რომ ბარსა დაიბრუნებს ძველ ბურთის ფლობის უსაზღვრო უპირატესობას და დომინაციას. ამ სეზონში თუ ძალიან არ მოაწონა თავი ბარსას მესვეურებს უეჭველი გაუშვებენ, კონტრაქტიც ამაზე მეტყველებს. 0.5+1+1 ასეთი კონტრაქტი გააფორმეს.

    9
    --------------------
    აინოლატაკ
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    14 იანვარი 2020 11:10

    ჯერ კიდევ ჩმორის გაგდებას ავღნიშნავ და ვერ გამოვდივარ ეიფორიიდან joy

    10
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    14 იანვარი 2020 10:55

    რაღაცა მეიმედება რა ეს კაცი, ალბათ ვალვერდეს მერე ყველასი უნდა გვეიმედებიდეს მარა რავიცი აშკარად ბარსას ფილოსოფიის მიმდევარია

    12
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    პავლოვიჩი56 წევრი [?]

    14 იანვარი 2020 10:50

    გილოცავთ ახალ წელს ! "ბარსა"-ს გადამრჩენელს,ხოსე ლუის გონსალეს გონსალეს გაუმარჯოს...გაუმარჯოს...გაუმარჯოს...მე ამ კაცის სადღეგრძელოს ვსვამ !!! innocent

    7
    გასულია
    Msn91011 წევრი [?]

    14 იანვარი 2020 10:43

    ეხლა ვალვერდეზე ისეთ კომენტარებს ვკითხულობ გავგიჟდი საღოლ ხალხო😂😂😂😂 ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელი გავუშვით ანუ

    4
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    14 იანვარი 2020 10:43

    Is mainc gvecodineba to de jonge da Arturi magrad moixodebian gundi pormashi chadgeba da pizikurad gadzlierdeba danarcheni drois ambavia

    3
    გასულია
    Kortes წევრი [?]

    14 იანვარი 2020 10:42

    ბიჭებო სუას შემცვლელად გაბიგოლს მოაზრებენ და შეთავაზებასაც ამზადებენი და მაგაზეც დაწეროთ იქნებ რამე

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge