10 რამ, რაც "ბარსას" ახალი მწვრთნელის შესახებ უნდა ვიცოდეთ

  • 14-01-2020, 09:14
  • 10 რამ, რაც "ბარსას" ახალი მწვრთნელის შესახებ უნდა ვიცოდეთ

    "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ერნესტო ვალვერდე 61 წლის კანტაბრიელმა სპეციალისტმა, კიკე სეტიენმა ჩაანაცვლა.

    კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ახალი დამრიგებლის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

    1. კიკე სეტიენი, კარიერის საწყის ეტაპზე, პლაჟის ფეხბურთს თამაშობდა და ის სპორტის ამ სახეობაში ესპანეთის ნაკრებშიც კი გამოდიოდა;
    2. "რასინგში" მას "მაესტროს" მეტსახელით იცნობდნენ. ის სანტანდერული კლუბის ლეგენდაა. ამ გუნდში ის 2-ჯერ თამაშობდა, სულ 12 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, კანტაბრიელებს 2001/2002 წლებში წვთნიდა და გუნდს ლა ლიგის საგზურიც მოაპოვებინა;
    3. კიკე სეტიენი "ბარსელონას" მე-3 კანტაბრიელი მწვრთნელი იქნება ენრიკე ორისაოლასა (1961) და ლაურეანო რუისის (1976) შემდეგ;
    4. სეტიენს, ფეხბურთელობის დროს, "ბარსელონას" წინააღმდეგ 22-ჯერ უთამაშია. მას 5 მოგება, 5 ფრე და 12 წაგება დაუგროვდა. ამ 22 შეხვედრაში კიკემ "ბარსას" 2 გოლი გაუტანა - ერთხელ 1990/91 წლების სეზონში, "ლაგრონიესის", ხოლო ერთხელ 1994/95 წლების სეზონში, "რასინგის" შემადგენლობაში;
    5. მწვრთნელობის დროს სეტიენი "ბარსას" 7-ჯერ დაუპირისპირდა. მან 6 თამაში წააგო და 1 მოიგო;
    6. კიკე სეტიენს "რასინგში", "პოლი ეხიდოში", "ლოგრონიესში", "ლუგოში", "ლას პალმასსა" და "ბეტისში" უმუშავია. ის ასევე წვრთნიდა ეკვატორული გვინეის ნაკრებსაც, მაგრამ მხოლოდ ერთ მატჩში;
    7. "კამპ ნოუზე" ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სერჟიო ბუსკეტსმა ეტიენს თავისი მაისური აჩუქა შემდეგი წარწერით: "კიკეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ფეხბურთის მისეული ხედვისთვის. საუკეთესოს გისურვებ."
    8. სეტიენს "ბარსას" ყოფილ ფეხბურთელებთან, ბარტრასთან, კაპტუმთან, ტელიოსთან, სანაბრიასთან, არაუხოსთან, ჰალილოვიჩთან და კევინ-პრინს ბოატენგთან, ასევე ამჟამინდელ მოთამაშე ჟუნიორ ფირპოსთან ერთად უმუშავია;
    9. "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ლიონელ მესის ქებას არასდროს ერიდებოდა. ის არგენტინელს დიდ ფუფუნებად და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებს.
    10. კიკე სეტიენის ერთ-ერთ ჰობი ჭადრაკის თამაშია. მას მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონებთან, ანატოლი კარპოვთან და გარი კასპაროვთანაც კი უთამაშია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MERENGUE წევრი [?]

    14 იანვარი 2020 15:34

    ვაა ჭადრაკიო?? ჰმმმ მოდი დინამოს მწვრთნელად ნონა გაფრინდაშვილი დავნიშნოთ ეგებ გვეშველოს რამე ჩვენც, ერთხეკ გავრისკოთ მაგის დედაც

    2
    --------------------
    Win lose or tie
    Hala Madrid till i die
    გასულია
    gio-rakitich ფანი [?]

    14 იანვარი 2020 14:43

    ჩვენი მთავარი იარაღით ბურთის ფლობით არის კიკე გაჯერებული და ვნახოთ რა გამოვა

    1
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    საიტზეა
    Barca1980 გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 11:59

    ყველაზე მთავარი , რაც უნდა გვაინტერესებდეს , არის ის თუ როგორ აპირებს კიკე ლა მასიას გამოყენებას და რას უპირებს იმ აალგაზრდებს , ვინც სათამაშო დროს ელოდება . ყველაზე დიდი პლიუსი ხავის მოსვლის სწორედ ეგ იყო , დარწმუნებით შეიძლება იმაზე საუბარი , რომ მისი პრიორიტეტი სწორედ ლა მასია იქნებოდა , მაგრამ ის თუ რატომ თქვა ხავიმ უარი , ვერასოდეს გავიგებთ . რაც შეეხება კიკეს : ისეთ გუნდში , როგორიც ბარსელონაა მწვრთნელობა ნიშნავს გაუძლო უდიდეს წნეხს , როგორც ხელმძღვანელობის მხრიდან , ისე ფეხბურთელებისაგან , თანაც როდესაც ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება არა გაქვს , რაც დაემართა ვალვერდეს ვნახეთ . გადახედეთ გრანდების მწვრთნელებს , გინდა მოქმედს და გინდაც წარსულში , ძალიან ძნელია უავტორიტეტო მწვრთნელისათვის , გრანდის მეთაუობა , ძალიან ძლიერ ხასიათსა და სიმტკიცეს მოითხოვს და რაც მთავარია თავდაჯერებას . მას ძალიან ბევრი რამის დამტკიცეა მოუწევს , ჩვენ კი დრო ამისთვის ნამდვილად აღარ გვაქვს . კატასტროფის პირას არის გუნდი , უახლოვდება მესის შემდგომ პერიოდს და არანაირი ხწდვა არ ჩანს კლუბის ამასთან დაკავშირებით , მარტო მილიონებს ვფანტავთ უაზროდ და ვკარგვთ ლა მასიელებს . ვისაც გჯერათ , რომ სასიკეთოთ მიდის საქმე წარმატებები , მე კი მგონია რომ უველაფერი ისევ ბარსელონას საწინააღმდეგოდ მოხდა და საერთოდ არ ველიდები რაღაც საოცრებას სეტიენისაგან , ნეტა ვცდებოდე , მაგრამ იგივე განცდა მქონდა ზუსტად ვალვერდეზე .

    6
    გასულია
    BOMBORA ANSU FATI გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 11:46

    ციტატა: M10 S9 D11
    რა გინდა ტაქტიკური ხედვები ექნება მშვენიერი

    უეჭველი ამის მჯერა ამ კაცის მჯერა მაგრად

    4
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე❤️ ჩემი ოქროს ბიჭუნა ბარსას მომავალი❤️❤️❤️❤️❤️⚽⚽⚽⚽🏆🏆🏆
    ბარსა განძია რეალი ბანძია .ანსუ მგელია ბეილი კვერცხია..ბარსა ლომია რეალი ჩმორია.მესი მაგარია რამოსი ნაგავია❤️❤️❤️
    გასულია
    პენდრაგონი წევრი [?]

    14 იანვარი 2020 11:36

    რავი ღმერთმა ქნას გაამართლოს

    4
    გასულია
    Sergio5 ფანი [?]

    14 იანვარი 2020 11:27

    ის ფოტოგრაფიი ეყო და ეს მოჭადრაკე laughing laughing
    ვნახოთ აბა

    5
    გასულია
    Ikks Culé [?]

    14 იანვარი 2020 10:52

    ციტატა: Messiah
    ჭადრაკს თუ თამაშობს მაშინ ვსო კითხვები აღარ მაქვს ძმაო :დ

    :დდდდდ

    9
    გასულია
    Dat- გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 10:36

    აბანოში გამოჩნდებაო ამაზეა ნათქვამი. სტადიონზე გამოჩნდება მაქამდე ვერაფერს ვერ ვიტყვით.
    გრანადასთან არ ვიცი რის დანახვას შევძლებთ მარა ვალენსიასთან გასვლა ნაწილობრივ დაგვანახებს შექმნილ სურათს.

    13
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    14 იანვარი 2020 10:22

    რა გინდა ტაქტიკური ხედვები ექნება მშვენიერი

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    neo222 Culé [?]

    14 იანვარი 2020 10:19

    Warmatebebi mas!

    3
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    14 იანვარი 2020 10:08

    ბუსის ამბქვი არ ვიცოდი და გაასწორა ძან...რაცშეეხება მწვრთნელობას, ეს უფრო მიცემს ფირპოს შანსს რაც კარგია, დიდ პატივს ვცემ ალბას და ძააან მიყვარს მაგრამ ვერაა ისეთი რაც იყო, უნდა გადავიდეს სკამისკენ ნელ-ნელა და დაუთმოს ადგილი ფირპოს რომელიც თავისმხრივ არაა ცუდი ბიჭი

    11
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    ხავი ლეგენდა წევრი [?]

    14 იანვარი 2020 10:06

    ჭადრაკის თამაში თუ ჰობია ეს კარგია

    4
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    14 იანვარი 2020 09:54

    ტრიპლეტი მიამატე და სამოფო მონებს არ დააკლო, ეგ იქნება 11 და 12 ფაქტი...

    12
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    14 იანვარი 2020 09:33

    კიკე სეტიენის ერთ-ერთ ჰობი ჭადრაკის თამაშია. მას მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონებთან, ანატოლი კარპოვთან და გარი კასპაროვთანაც კი უთამაშია.

    მგონი გვეშველა, კარპოვი და კასპაროვი თუ ყავს დამარცხებული ისიც გავიგოთ ეხლა.

    7

    პარტნიორები

    Flashscore.ge