თანაგუნდელები და პრეზიდენტი ვიდალის დარჩენაში დარწმუნებას ცდილობენ

  • 8-01-2020, 20:08
  • თანაგუნდელები და პრეზიდენტი ვიდალის დარჩენაში დარწმუნებას ცდილობენ

    არტურო ვიდალის მომავალი კვლავ გაურკვეველია, თანაგუნდელები კი მის დარჩენაში დარწმუნებას ცდილობენ.

    გუშინ, "ბარსელონა", ესპანეთის სუპერ თასზე სათამაშოდ, საუდის არაბეთში გაემგზავრა. თვითმფრინავში, ჩილელი ფეხბურთელი ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ჟორდი ალბას სიახლოვეს იჯდა. RAC1-ს ცნობით, "ბარსას" ლიდერებმა მისი კატალონიურ კლუბში დარჩენაში დარწმუნება სცადეს. საუბარს შეუერთდა პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუც, რომელიც ასევე ცდილობდა ვიდალი დარჩენაში დაეწრმუნებინა.

    გავრცელებული ინფორმაციით, არტურო ვიდალს "ინტერში" მიმდინარე თვეში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ მილანელები მასში მხოლოდ 12 მილიონ ევროს იხდიან, რაც "ბარსელონას" არ აკმაყოფილებს.

    ასევე RAC1 ავრცელებს ინფორმაციას, რომ დიდი ალბათობით, 32 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს დაუჯერებს და "ბლაუგრანაში" სეზონის ბოლომდე დარჩება.

    მიმდინარე სეზონში, 6 გატანილი გოლით, არტურო ვიდალი გუნდის მე-4 საუკეთესო ბომბარდირია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 იანვარი 2020 23:57

    არსად არ წავა ვიდალი

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    8 იანვარი 2020 22:06

    უნდა დარჩეს!

    3
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    Frenkie de Jong 21 გულშემატკივარი [?]

    8 იანვარი 2020 21:28

    ამის და დეიონგის იმედი მაქ ნახ დაცვაში და ეს თუ წავიდა მარტო ფრენკიმ რა ქნას ამის ნაირი მებრძოლი არავინ არის ნახ.დაცვაში

    2
    გასულია
    nikusha გულშემატკივარი [?]

    8 იანვარი 2020 20:56

    ვალენსიას სავარაუდო სასტარტო დღევანდელ მატჩისთვის


    სილესენი
    ვასი-გარაი-პაულისტა-გაია
    სოლერი-პარეხო-კოკლენი-ჩერიშევი
    მაქსი გომესი-გამეირო


    მაქსი გომესი-როდრიგო
    კოკლენი-კონდოგბია
    სოლერი-ფერან ტორესი
    [გამეირო-სობრინო]

    6
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა

    პარტნიორები

    Flashscore.ge