დი მარციო: ტოდიბო "შალკეში" გადადის

  • 8-01-2020, 17:25
  • დი მარციო: ტოდიბო "შალკეში" გადადის

    20 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო გერმანულ "შალკეში" გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

    ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონას" ახალგაზრდა უკანახაზელი "მილანს" უახლოვდებოდა, მაგრამ გუნდები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

    დი მარციოს მტკიცებით, ტოდიბო "შალკეში" 6-თვიანი იჯარით გადავა და გელზენკირხენელებს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

    ჯერჯერობით, "შალკესა" და ტოდიბოს შორის ხელშეკრულება გაფორმებული არაა, რადგან ფეხბურთელი საუდის არაბეთში იმყოფება.

    დი მარციოს ინფორმაციას ადასტურებს ავგტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild, რომლის ცნობითაც, "შალკეს" სპორტული დირექტორი იოხენ შნაიდერი ბარსელონაში იმყოფება.

    თუ ტოდიბო "შალკეში" გადავიდა, ის ხუან მირანდას შეუერთდება, რომელიც გერმანულ კლუბში ასევე "ბარსელონადანაა" განათხოვრებული.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    8 იანვარი 2020 23:31

    ძაან იცის ახლა დი მარციომ სად მიდის ტოდიბო

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    8 იანვარი 2020 19:48

    გერმანიაში არ ღირს გაშვება

    1
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    8 იანვარი 2020 17:32

    ადრე უნდა გაეშვათ, ტონუსსში ამინც იქნებოდა - ტიპმა დაივღალეო smile ეს ადამა ტრაორეს დამატებაზე იმედია ჭორებია 70 მლნ. მითუმეტეს უზომოდ ბევრია
    ეჰ

    1
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    8 იანვარი 2020 17:26

    ძაან კარგი აზრია თუ ათამაშებენ ხოლმე იმედია მოიხოდება და ამ ზაფხულს დაბრუნდება

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge