ემერსონი: ვინ არ ისურვებდა "ბარსელონში" თამაშს?
"ბეტისში" მოთამაშე ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი "ბარსელონას" მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ "ბარსელონას" ჩემი ვადაზე ადრე დამატება უნდა. ვინ არ ისურვებდა "ბარსელონში" თამაშს?" - ციტირებს ემერსონის სიტყვებს ბრაზილიური UOL.
2019 წლის იანვარში, "ბარსელონამ" და "ბეტისმა" ემერსონი "ატლეტიკო მინეიროდან" ერთად შეიძინეს. ესპანურმა კლუბებმა ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 12.7 მილიონი ევრო გაიყვეს. 20 წლის ემერსონი "ბეტისში" თამაშობს, "ბარსელონას" კი უფლება აქვს, 2021 წელს, ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. ბოლო დროს კი გავრცელდა ცნობები, რომ კატალონიელებს სურთ ბრაზილიელი ვადაზე ადრე, ანუ მიმდინარე წლის ზაფხულში დაიმატონ.
მიმდინარე სეზონში, ემერსონი "ბეტისის" სასტარტო შემადგენლობის უცლელი წევრია. ლა ლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში მან თავი 3 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 2 თვის წინ, მას დებიუტი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]