"ბეტისში" კარლეს ალენიას დებიუტი შედგა

  • 6-01-2020, 11:30
  • "ბეტისში" კარლეს ალენიას დებიუტი შედგა

    "ბარსელონადან" "ბეტისში" განათხოვრებულმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ, სევილიური გუნდის მაისურით, სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

    გუშინ, "ბეტისი" იმ "ალავესს" დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგაც ალენიამ, "ბარსელონას" მაისურით, 2019 წლის ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

    თამაში 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან თავი "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ალეიშ ვიდალმა გამოიჩინა, ხოლო სტუმართაგან - ემერსონმა, რომლის სატრანსფერო უფლებებსაც კატალონიური კლუბი ფლობს.

    კარლეს ალენია მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. დარჩენილ დროში მან კარში ერთხელ დარტყმა, ბურთზე 8 შეხება, 1 დრიბლინგი და 6 პასის (5 ზუსტი) გაკეთება მოასწრო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge