4-პუნქტიანი გეგმა "ბარსელონას" ამომავალ ვარსკვლავთან დაკავშირებით

  • 3-01-2020, 09:08
  • 4-პუნქტიანი გეგმა "ბარსელონას" ამომავალ ვარსკვლავთან დაკავშირებით

    17 წლის ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი პედრი, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონას" განკარგულებაში იქნება. კატალონიურ კლუბს, ახალგაზრდა ნახევარმცველთან დაკავშირებით, გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

    Mundo Deportivo-ს ცნობით, იმისათვის, რომ პედრიმ იმ დონეზე ითამაშოს, რასაც მისგან ელიან, "ბარსელონამ" 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.

    • პედრი გუნდს, ზაფხულში, წინასასეზონო მზადების დროს გაჰყვება და მომავალ თანაგუნდელებს გაიცნობს;
    • განიხილება იჯარის ვარიანტი, მაგრამ არა პედრის ამჟამინდელ გუნდში ("ლას პალმასი"), არამედ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში;
    • ანსუ ფატის შემთხვევის მსგავსად, კლუბი პედრისთვის სპეციალურ ფიტნეს გეგმას შეიმუშავებს და მისი კუნთების განვითარებას თვალს მიადევნებს;
    • წინა 3 პუნქტის შესრულების შემდეგ, პედრი პირველი გუნდის წევრი გახდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: პედრი

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    3 იანვარი 2020 14:54

    ციტატა: LashaBarca
    კარგი სიახლეა, ახალგაზრდებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეთ, როგორც ადრე. არ ვიცი ეს ბიჭი ვინაა და როგორ რას გეგმავენ მასთან დაკავშირებით მაგრამ, ვალვერდრ ცენზურამ ესეც თუ სკამზე დასვა ფატივით რა აზრიაქ ამ 4 პუნქტის არსებობას?
    იმედია გვარდიოლა დაბრუნდება და ჩავი მისი ასისტენყი მინდა რო იყოს შემდგომში მას რო დაუტოვოს გუნდი. დენ ჰააგის და კუმანის ვარიანტები აღარ მომწონს

    დამიჯერე თუ ვინმე გავს დღეს ინიესტას ეს ბიჭია. ძალიან ნიჭიერია. პუჩზე ბევრად ნიჭიერი. ისე მაგასაც დაუწერონ კუნთების განვითარების გეგმა 13 წლისას რო გავს. ჩავის რაც შეეხება პეპის ასისტენტობაზე მეტად ბარსა ბ რო ჩაიბაროს ეგ მინდა. გაიცნოს ახალი თაობა,მოხოფოს და დააწინაუროს მერე. პეპმაც ბარსა ბ დან დაიწყო და ლუჩომაც

    0
    გასულია
    bacho-barca21 ფანი [?]

    3 იანვარი 2020 12:44

    ანსუ და სხვა კარგი ფეხბურთელები თუ უშვებტ იჯარით გაუშვით არ გაყიდოთ თქვენი:D

    1
    გასულია
    LashaBarca ფანი [?]

    3 იანვარი 2020 09:26

    კარგი სიახლეა, ახალგაზრდებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეთ, როგორც ადრე. არ ვიცი ეს ბიჭი ვინაა და როგორ რას გეგმავენ მასთან დაკავშირებით მაგრამ, ვალვერდრ ცენზურამ ესეც თუ სკამზე დასვა ფატივით რა აზრიაქ ამ 4 პუნქტის არსებობას?
    იმედია გვარდიოლა დაბრუნდება და ჩავი მისი ასისტენყი მინდა რო იყოს შემდგომში მას რო დაუტოვოს გუნდი. დენ ჰააგის და კუმანის ვარიანტები აღარ მომწონს

    3
    --------------------
    WE DID IT 6:1

    პარტნიორები

    Flashscore.ge