3 მტკიცებულება იმისა, რომ ანსუ ფატი ისევ თავმდაბალი ბიჭია

3 მტკიცებულება იმისა, რომ ანსუ ფატი ისევ თავმდაბალი ბიჭია

2019 წელი ანსუ ფატის კარიერაში გარდამტეხი გამოდგა. ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ "ბარსელონას" გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილმა იცოდა, დღეს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

გასული 4 თვის განმავლობაში, 17 წლის ფეხბურთელის ფასი 200-ჯერ გაიზარდა. ამის მიუხედავად, ფატი ცდილობს ცხოვრების ძველი წესი შეინარჩუნოს.

მადრიდული Marca გვთავაზობს 3 მიზეზს, რომელთა გათვალისწინებითაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტატუსში სერიოზული ცვლილების მიუხედავად, ანსუ ფატი თავმდაბალ ბიჭად რჩება.

1. მეტრო

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავი კვლავ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.

2. 19-წლამდელთა გუნდი

ანსუ ფატი, 18-წლამდელთა გუნდიდან პირდაპირ პირველ გუნდში მოხვდა. მიმდინარე სეზონი მას 19-წლამდელთა გუნდსა და "ბარსა ბ"-ში უნდა ჩაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამის საშუალება არ ეძლევა, ფატი 18-წლამდელთა გუნდში ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ის ხშირად დადის მათი თამაშების საყურებლად, სადილობს მათთან ერთად და საშობაო არდადეგებიც მათთან ერთად გაატარა.

3. სკოლა

მიუხედავად იმისა, რომ ანსუ ფატის, საფეხბურთო მოედანზე, დიდი წარმატებები ელის, ის განათლების მიღებას არ წყვეტს. გარდა იმისა, რომ 17 წლის ფატი სკოლაში სიარულს განაგრძობს, მან გადაწყვიტა ინგლისური და ფრანგული ენებიც შეისწავლოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #5 2 იანვარი 2020 23:06
    19
    ეგ რა არისო ამბობთ მარა აბა ქართველი იყოს რამდენი სლეობა ექნებოდა უკვე გაკეთებული. ნაკრებფი აღარ ჩამოვიდოდა. დაიწყებდა დალევას და დროს ტარებას. იყიდიდა 300 000 იან მანქანას და მოი..ვდა დედას მართლა. ყველა ქართველს არ ეხება. მარა ქართველი სპორტსმენების 90% ს შიგ ყანყრატოში მოხვდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 იანვარი 2020 22:58
    3
    ციტატა: katalomia
    Aset elementarul ragaceebs ro tavmdablobastan aigiveben esaa zustad is wnexi da tvirti romelsac kideben ukve ab bavshvs. Rato unda nishnavdes tavmdablobas skolashi swavka da metroti siaruli da tavis tolebtan tamashi? Magram pasuxi isaa rom imdenad deda ar yavs samyaros ro elementaruli ragaceebi gmirobis tolpasadaa sheracxuli.

    ზუსტად.
    არავინ არავიზე მეტი არაა პატივი ვცეთ ერთმანეთს.
    --------------------
    აზრი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 იანვარი 2020 22:46
    2
    და ამაში რა არის დავმდაბლობა? 17 წლის ლაწირაკმა ესეთი ელემენტარული რაღაცეები რო უნდა აკეთოს რა უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 2 იანვარი 2020 22:29
    8
    Aset elementarul ragaceebs ro tavmdablobastan aigiveben esaa zustad is wnexi da tvirti romelsac kideben ukve ab bavshvs. Rato unda nishnavdes tavmdablobas skolashi swavka da metroti siaruli da tavis tolebtan tamashi? Magram pasuxi isaa rom imdenad deda ar yavs samyaros ro elementaruli ragaceebi gmirobis tolpasadaa sheracxuli.
    ფანი [?]
    #1 2 იანვარი 2020 21:44
    6
    ამ ბიჭმა ასე თუ გააგრძელა მომავალში მეორე მესი იქნება