ოფიციალურად: ჟოპეპ მარია ბართომეუს შემცვლელი ცნობილია

ოფიციალურად: ჟოპეპ მარია ბართომეუს შემცვლელი ცნობილია

ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ - ჟოზეპ მარია ბართომეუ ისევ "ბარსელონას" პრეზიდენტია, მაგრამ დღეიდან, მხოლოდ პრეზიდენტი.

გემახსოვრებათ, გასული წლის ივლისში, კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟორდი მესტრეს მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, დღემდე, ამ პოზიციას პრეზიდენტი ბართომეუ ითავსებდა. დღეს კი, კლუბის ახალი ვიცე-პრეზიდენტის ვინაობა გახდა ცნობილი - ემილი რუსო.

ემილი რუსო 53 წლისაა. ის "ბასრელონას" დირექტორთა საბჭოს წევრი 2015 წლიდანაა. აქამდე, მას სოციალური მედიის მიმართულება ებარა.

ემილი რუსოს განათლება ბიზნესის მართვის მიმართულებით აქვს მიღებული. ბარსელონაში, ის რამდენიმე კომპანიაში მაღალ თანამდებობას იკავებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დირექტორთა საბჭოს შეუერთდა დავიდ ბელვარი, რომელიც სპორტულ განყოფილებაში დასაქმდება და UEFA-სა და FIFA-სთან კომუნიკაციას ჩაიბარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #5 4 იანვარი 2020 10:02
    1
    მწვრთნელი მოგვაშოროს და შემტევი ფეხბურთი ათამაშოს და და ავიტანთ ბართუშას როგორმე რასაც ვითხოვთ ის დაგვიკმაყოფილოს მარტო ვალიკო მოგვაშოროს
    ფანი [?]
    #4 2 იანვარი 2020 22:23
    7
    დემბოს ტრავმაზე რა ისმის?
    ფანი [?]
    #3 2 იანვარი 2020 21:49
    4
    ბარსას კარგი სეზონი ჰქონდეს და მეც ვიქნები პრეზიდენტი
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 2 იანვარი 2020 21:08
    4
    ჩმორთუმეოს მოშორება 2021 წლის ზაფხულშია შესაძლებელი,მაგრამ მესი უკვე 34 წლის იქნება მაგ დროს cry
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 იანვარი 2020 20:49
    8
    არადა გამიხარდა გვეშველათქო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued