"ბარსელონას" 2014/15 წლების სეზონის გუნდი ათწლეულის საუკეთესოდ დასახელდა

"ბარსელონას" 2014/15 წლების სეზონის გუნდი ათწლეულის საუკეთესოდ დასახელდა

ამერიკულმა Fox Sports-მა, გასული ათწლეულის საუკეთესო სპორტული გუნდის გამოსავლენად, გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვა ოლიმპიური სისტემით ჩატარდა - წინასწარ შერჩეული 32 გუნდი 16 წყვილში გადანაწილდა, გულშემატკივრებს კი, სოციალური ქსელის საშუალებით, თითოეულ წყვილში გამარჯვებული უნდა გამოევლინათ.

ვინაიდან გამოკითხვა ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა, გასაკვირი არაა, რომ კანდიდატთა შორის ამერიკული გუნდები ჭარბობდნენ. ფეხბურთს მხოლოდ 3 წარმომადგენელი ჰყავდა - 2014/15 წლების სეზონის "ბარსელონა", 2010 წლის ესპანეთის ნაკრები და 2018/19 წლების სეზონის "ლიონის" ქალთა გუნდი.

"ბარსელონამ", 1/16-ფინალში, 2015/16 წლების სეზონის "გოლდენ სთეით უორიორზი" დაამარცხა; 1/8-ფინალში, 2012/13 წლების სეზონის "მაიამი ჰიტი", 1/4-ფინალში, 2019 წლის აშშ-ს ქალთა ნაკრები; 1/2-ფინალში, 2016/17 წლების სეზონის "გოლდენ სთეით უირიორზი"; ხოლო ფინალში 2011/12 წლების სეზონის "კენტუკის" (კალათბურთი, NCAA) აჯობა.

ფინალურ დაპირისპირებაში, რომელშიც მონაწილეობა 55 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, "ბარსელონას" მხარი გულშემატკივრების 53%-მა დაუჭირა.

2014/15 წლების სეზონში, "ბარსელონამ" სამივე ტიტული მოიგო, ხოლო მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიომ 122 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 2 იანვარი 2020 10:31
    1
    2011 წლის გუნდი საუკეთესოა ისტორიაში.
    Culé [?]
    #3 1 იანვარი 2020 20:53
    5
    ნუ გემოვნების ამბავია. 2011 წლის გუნდი ნებისმიერ ჩემპიონატს მოუგებდა და ყველას დომინანტურად გადაუვლიდა. 2015 ის უფრო ტრიოო იყო ისეთი შეტევა და გოლები რომ სანახაობა იყო მოკლედ... შეტევა ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში თუ საუკეთესო არა დაა 2011 ში აიი ხო პედრო იყო სიტყვაზე შეტევაში მარა ისიც ბლომად ყრიდა იმიტო რო უკან იყო ისეთი გუნდი და პლიუს მესის სასწაული ფორმა რო თვითონ ბარსელონაროგორც გუნდიი იყოო ზემოთ ყველასგან მოშორებით და ბარსელონას კი არ უგებდნენ. ბარსელონა აგებდა და ეგრე წააგო ორი ლიგა გვარდის ეპოქაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 იანვარი 2020 19:57
    4
    რა სისულელეა გვარდის 2011 წლის გუნდი ზე დონე რაის 2024/15 წლის ბარსა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 იანვარი 2020 16:00
    10
    პეპის 2011 წლის ბარსა როგორც გუნდი უკეთესად მიმაჩნია მე. ეს უფრო შემტევ ტრიოზე დამოკიდებული გუნდი იყო უკვე..
    --------------------
    fly with barca,
    die with barca