პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში 1001 გოლი დაუგროვდა

პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში 1001 გოლი დაუგროვდა

"ბარსელონასა" და არა მხოლოდ "ბარსელონას" ლეგენდარულ დამრიგებელს, პეპ გვარდიოლას, სამწვრთნელო კარიერაში, უკვე 1000 გოლზე მეტი დაუგროვდა, აქედან უმრავლესობა კი კატალონიურ კლუბზე მოდის.

48 წლის ესპანელი სპეციალისტის გუნდებს 1001 გოლი აქვთ გატანილი. აქედან 412 მისი "ბარსელონაში" მუშაობის დროს გავიდა, 335 გოლი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელობის დროს, ხოლო 254 მიუნხენის "ბაიერნზე" მოდის.

გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო ბომბარდირი ლეო მესია 138 გოლით. მე-2 ადგილზე სერხიო აგუეროა 72 გოლით. ძნელი წარმოსადგენია, მესის ეს მიღწევა ვინმემ გაიმეოროს.

მესია პირველ ადგილზე ასისტებითაც (59 ასისტი), მაგრამ მას მხოლოდ 9 საგოლე გადაცემით ჩამორჩება კევინ დე ბრუინი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    giorgi gongadze
    სტუმარი [?]
    #3 1 იანვარი 2020 17:21
    1
    ნეტა გვარდიო მოვიდეს ცოტახნით მაინც
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 1 იანვარი 2020 11:34
    10
    ყველა ბლაუგრანელს გილოცავთ ანდრეს ინიესტას ვისსელ კობემ იაპონიის კუპის ფინალში 2-0 დაანარცხა მეტოქე ულოცავ ანდრესს იაპონიურ პირველ ტიტულს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 იანვარი 2020 10:16
    10
    დაბრუნდი რა 1-2 სეზონით გვარდი რა იქნება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued