ანტაუნ გრიზმანი: მილანში აცილებული პენალტი 10 წლის შემდეგაც მტკივნეული იქნება

ანტაუნ გრიზმანი: მილანში აცილებული პენალტი 10 წლის შემდეგაც მტკივნეული იქნება

ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" ფეხბურთელია და, შეიძლება ითქვას, რომ კლუბს კარგადაც ეგუება. ბოლო პერიოდში მესისთან და სუარესთანაც შეთამაშებულია და შემტევ ტრიოს გოლებიც გააქვს. მიუხედავად ახალი კლუბისა, "ატლეტიკოსთან" მას მოგონებები აკავშირებს და ფრანგის თქმით, ყველაზე მტკივნეული ჩემპიონთა ლიგის ფინალში აცილებული პენალტია.

2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "სან სიროზე" ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის 46-ე წუთზე კი ფრანგმა ნავასის კარში 11-მეტრიანი ზუსტად ვერ შეასრულა.

"მე ეს კარგად მახსოვს და ჩემში დიდ ტკივილსაც იწვევს. ვფიქრობ, სწორედ ჩემმა აცილებულმა პენალტმა წაგვაგებინა ფინალი. ჩვენ კარგები ვიყავით და დარწმუნებული ვარ, თუ ერთს გავიტანდით, ამას მეორე გოლიც მოჰყვებოდა. ეს მტკივნეულია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბში ვთამაშობ. ეს ჩემი გოლი იყო და ოცნება, რომ ლიგა "ატლეტიკოსთან" ერთად მომეგო."

"ატლეტიკო" იმიტომ არ დამიტოვებია, რომ ჩემპიონთა ლიგა ან სხვა ტიტულები მომეგო. მე მადრიდი დავტოვე იმიტომ, რომ თამაშის ახალი სტილი მესწავლა, სხვა ფილოსოფია. "ატლეტიკოს" ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ნებისმიერ სეზონში შეუძლია."

გრიზმანმა კომენტარი ლიონელ მესის შესახებაც გააკეთა.

"ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომლის მსგავსსაც კიდევ ალბათ 40 წელი ვერ ვნახავთ. ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ მისი თამაშით, ვინც არ უნდა ვიყოთ - თანაგუნდელები, გულშემატკივრები თუ მწვრთნელები."

ფრანგმა "სოსიედადსა" და "ატლეტიკოში" გატარებული წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ახალ სათამაშო სტილზე შეგუება, მისთვის, რთული აღმოჩნდა.

"ჩემი პროფესიონალური უნარები და ძირითადი სათამაშო სტილი "სოსიედადში" ავითვისე. როდესაც "ატლეტიკოში" გადავედი, ცვლილებებთან შეგუება რთული აღმოჩნდა. სიმეონე იმის გაკეთების უფლებას არ მაძლევდა, რასაც "ანოეტაზე" ვაკეთებდი. ის ჩემგან გაცილებით მეტს ითხოვდა. ყველაფერს, რასაც ვსწავლობ, გუნდისთვის ვიყენებ. "ატლეტიკოში" ჩემი მისვლის მეორე წელს შესამჩნევი ცვლილებები ვიგრძენი და ვთქვი - ეს ის ფეხბურთელია, რომელიც მინდა ვიყო." - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 დეკემბერი 2019 01:04
    2
    გაგეტანა ეგ პენალტი ეხლა ხო ვერ იბლატავებდნენ მადრიდისტები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 26 დეკემბერი 2019 22:01
    4
    გაგეტანა მერე,ბურნუთას რომ დაემსგავსე თმაში joy stuck_out_tongue_winking_eye