ოფიციალურად: ლა ლიგას ისევ მადრიდისტა პრეზიდენტი ეყოლება

ოფიციალურად: ლა ლიგას ისევ მადრიდისტა პრეზიდენტი ეყოლება

ესპანეთის ლა ლიგის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ფორმალობა იყო, ხავიერ ტებასის გამარჯვებით დასრულდა.

ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტი 2013 წელს გახდა. რამდენიმე კვირის წინ მან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელშიც მონაწილეობა თავად მიიღო. როგორც გაირკვა, ტებასი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო და რა გასაკვირია, რომ არჩენები მისი გამარჯვებით დასრულდა. ლა ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ორგანიზაციის პრეზიდენტი ტებასი იქნება.

ხავიერ ტებასი მადრიდის "რეალის" ცნობილი გულშემატკივარია და ეს მას არასდროს დაუმალავს. თუმცა, მის სიმპათიებს იმსახურებს "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესიც, რომელსაც ტებასი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

ლა ლიგა არის 1984 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ორი დივიზიონის ორგანიზებას ახდენს. სწორედ ამ ორი დივიზიონის კლუბების ერთობას წარმოადგენს ლა ლიგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 დეკემბერი 2019 23:15
    1
    სუფთა თაღლითობაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 დეკემბერი 2019 19:42
    1
    ეუ რა გაგვახარეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 26 დეკემბერი 2019 13:01
    2
    მადრიდელი ვირთხა,რომელსაც ფლომ ქრთამი შეუწყვიტა და გაბრაზებულია joy joy .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 დეკემბერი 2019 12:24
    1
    გვეშველა და ეგაა.
    Culé [?]
    #1 26 დეკემბერი 2019 12:14
    1
    ჩმორტა პრეზიდენტია ეს მარტო