ვალდესი გაუთანაბრდა ვალესკოს

ვალდესი გაუთანაბრდა ვალესკოს

"რეკრეატივოსთან” მატჩში ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონას” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 168-ე მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც იგი მეხუთე არის კლუბის ისტორიაში ამ მაჩვენებლით. ვალდესი შეხვედრების რაოდენობით ველასკოს გაუთანაბრდა.

იგი მხოლოდ 25 წლისაა და უკვე "ბარსელონას” რეკორდსმენ მეკარეებს შორის არის. გასული მატჩი "რეკრეატივოს” წინააღმდეგ ვალდესისთვის ესპანეთის ჩემპიონატსი რიგით 168-ე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ველასკოს, რომელიც კატალონიური კლუბის კარს 1942-1954 წლებში იაცავდა.

ვიქტორ ვალდესს "ბარსელონას” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში პრემიერა 2002 წლის 1 სექტემბერს ჰქონდა, როდესაც კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იყო. იმ მატჩში "ბარსელონას” მწტოქე მადრიდის "ატლეტიკო” იყო. ის თამაში 2:2 დასრულდა. იმ სეზონში ვალდესმა მხოლოდ 14 მატჩი ითამაშა, რადგან ფრანკ რაიკაარდის გუნდში მოსვლამდე იგი პირველ მეკარედ არ ითვლებოდა. 2003-04 წლების სეზონში ვალდესმა უკვე მყარად მოიკიდა ფეხი "ბარსელონას” კარში და 33 მატჩიც ითამაშა. შემდეგ ორ სეზონში ვალდესმა 35-35 მატჩი ითამაშა, ხოლო წინა სეზონში ყველა, 38 მატჩი. მიმდინარე სეზონში კი ვალდესს 13 თამაში დაუგროვდა.

"ბარსას” ისტორიაში მხოლოდ ოთხმა მეკარემ მოახერხა უფრო მეტი თამაშის ჩატარება, ვიდრე ვალდესმა და ოთხივე მათგანი კლუბის ლეგენდა არის. მეოთხე ადგილზე არის არტოლა, რომელმაც კლუბის შემადგენლობაში 1975-84 წლებში 186 მატჩი ითამაშა. შემდეგ მოდის სადურნი, რომელმაც 1961-76 წლებში კატალონიურ კლუბის ღირსება 247-ჯერ დაიცვა. მეორე ადგილზე არის ანტონიო რამალეტსი, მის აქტვიში არის 288 მატჩი 14 სეზონის განმავლობაში (1947-1961). პირველ ადგილზე კი რა თქმა უნდა არის ანდონი სუბისარეტა, რომელიც კლუბში 1986 წლიდან 1994 წლამდე გამოდიოდა და ამ ხნის განმავლობაში 301 თამაში ითმაშა.

ვალდესს რაიკაარდის მოღვაწეობის პერიოდში ასევე აქვს ინდივიდუალური პრიზებიც. 2004-05 წლების სეზონში ვალდესმა 35 თამაშში გაშვებული 25 გოლისათვის მიიღო ჩემპიონატის ყველაზე საიმედო მეკარის პრიზი – ზამორა.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.