დოს სანტოსი: კარლოს ველას "ბარსელონადან" შეთავაზება აქვს

დოს სანტოსი: კარლოს ველას "ბარსელონადან" შეთავაზება აქვს

"ლოს ანჯელესის" მექსიკელი შემტევი კარლოს ველა "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას კატალონიელთა აღზრდილი და ამჟამად "ლოს ანჯელესში" მოთამაშე კიდევ ერთი მექსიკელი, ჯონათან დოს სანტოსი ავრცელებს.

"ახლა შვებულებაში ვიმყოფები და ველასთან ხშირი კონტაქტი არ მაქვს. თუმვა, სიმართლეა, რომ მას შეთავაზება აქვს ["ბარსელონასგან"]. არ ვიცი, როგორ მოიქცევა.

ველა "ლოს ანჯელესში" ძალიან ბედნიერია, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ როდესაც შენით "ბარსელონა" ინტერესდება, ეს შესანიშნავი შანსია." - განაცხადა დოს სანტოსმა W Radio-სთან საუბრისას.

გავრცელებული ინფომრაციით, "ბარსელონას" მხრიდან ველას მიმართ დაინტერესება უსმან დემბელს მორიგმა ტრავმამ გამოიწვია. კატალონიელები 30 წლის ფეხბურთელთან მცირეხნიანი კონტრაქტის გაფორმებას შეეცდებიან. MLS-ის ახალი გათამაშება 2020 წლის თებერვლის ბოლოს იწყება და ველას შეუძლია მანამდე ესპანეთში ითამაშოს.

კარლოს ველას ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 2006-07 წლებში ის "სალამანკაში", 2007-2008 წლებში "ოსასუნაში", ხოლო 2011-2018 წლებში "სოსიედადში" თამაშობდა. ლა ლიგაში ჩატარებულ 283 თამაშში მექსიკელს 76 გოლი დაუგროვდა. 2018 წელს ის MLS-ში გადაბარგდა, სადაც 60 თამაში და 48 გოლი დააგროვა. აქედან 31 მატჩი და 34 გოლი 2019 წელზე მოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 დეკემბერი 2019 03:55
    0
    რა კარლოს ველა პანაშვიდი ბარსამ უ და ფადაუხადოს თუ რატო უნდა მოიყვანონ?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 11 დეკემბერი 2019 21:03
    6
    1-2 სეზონს უმაღლეს დონეს ითამაშებს ეს და ბარსას კარგად მოერგება ჩემი აზრით
    [?]
    #2 11 დეკემბერი 2019 20:26
    9
    ეს მაშინ უნდა მოეყვანათ ბოატენგი რო მოათრიეს. გაცილებით უკეთესად ითამაშებდა.ეხლა პროსტა ფატია ცოდო და პერესიც, იმათი დრო რო არ წაიღოს თორე მამენტ კლასნია ველა. გოლის ალღოც აქვს და გამოცდილებაც
    ფანი [?]
    #1 11 დეკემბერი 2019 20:24
    9
    სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში