"დორტმუნდმა" "სლავია" დაამარცხა და ჯგუფიდან "ბარსელონასთან" ერთად გავიდა

  • 11-12-2019, 02:10
  • "დორტმუნდმა" "სლავია" დაამარცხა და ჯგუფიდან "ბარსელონასთან" ერთად გავიდა

    "სან სიროს" პარალელურად, F ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართა. 

    დორტმუნდის "ბორუსიამ" "სლავიას" უმასპინძლა. გერმანელები თამაშის დაწყებიდან მალევე დაწინაურდნენ - მე-10 წუთზე ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს ტომაშ სოუჩეკმა გაათანაბრა, მაგრამ 61-ე წუთზე "დორტმუნდი" ისევ წინ გავიდა. ამჯერად, თავი იულიან ბრანდტმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში "ბორუსია" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა (77-ე წუთზე იულიან ვაიგლი გააძევეს), მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. 

    ამ შედეგის გათვალისწინებით, ჯგუფში პოზიციები ასე გადანაწილდა: "ბარსელონა" პირველ ადგილზე 14 ქულით გავიდა; 10 ქულით მეორეზე "დორტმუნდია", მესამე პოზიცია 7 ქულით "ინტერმა" დაიკავა, მეოთხეზე კი 2 ქულით "სლავია" გავიდა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MeGauchoSi გულშემატკივარი [?]

    11 დეკემბერი 2019 09:06

    გაუარათ წყენამ?? :დდდ

    2
    გასულია
    დეიონგი წევრი [?]

    11 დეკემბერი 2019 03:18

    ციტატა: Andres_Iniesta
    სლავიას ბრავო.
    ძალიან კაი გუნდია თან დებიუტანტები
    ეგრე ითამაშოს დინამო თბილისმა და ბედნიერი ვიქნები

    მე ანალოგიური დინამო ბათუმზე შემილია რო ვთქვა 😁

    3
    გასულია
    frenkie dejong21 გულშემატკივარი [?]

    11 დეკემბერი 2019 02:37

    არაფრის

    1
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    11 დეკემბერი 2019 02:24

    ოფიციალურად : კარლეს პერესი უკვე პირველი გუნდის ფეხბურთელია ✨

    4
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    11 დეკემბერი 2019 02:19

    ბორუსია ნაწყენი იყო თურმე გადახალისებული შემადგენლობით რომ ჩავიდა ბარსა, თან თავიდან დაგვცინეს კუთხურები უნდა დავხვეწოთო, ლივერპულის გოლზე. არ ვიცი იყვნენ კი ღირსები, რომ ბარსა დაეხმარა. ინტერმა კი ზედიზედ ორჯერ ვერ გამოიყენა ჯგუფიდან გასვლის შანსი. კონტიკ კალიასავით ხტუნვას თავი დაანებე და ევროპა ლიგას მიაწექი.

    4
    გასულია
    jack slater Culé [?]

    11 დეკემბერი 2019 02:17

    დორტმუნდი ლიგის ფინალშია. შარშან ასე გავათრიეთ ტორენხემიც.😛😜
    ჩვენ კი ისევ ჩავიჯვამთ ვინმე ჭე კლასის გუნდთან.

    7
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    11 დეკემბერი 2019 02:11

    სლავიას ბრავო.
    ძალიან კაი გუნდია თან დებიუტანტები
    ეგრე ითამაშოს დინამო თბილისმა და ბედნიერი ვიქნები

    10

    პარტნიორები

    Flashscore.ge