ერნესტო ვალვერდე სუარესის უგოლო სერიაზე არ დარდობს

ერნესტო ვალვერდე სუარესის უგოლო სერიაზე არ დარდობს

1546 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე ბოლო გოლი გაიტანა.

32 წლის თავდამსხმელი "ინტერთან" დღეს გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა და იმის მიუხედავად, რომ "ბარსელონა" უმოტივაციოდაა, შესაძლოა, ურუგვაელ შემტევს წარუმატებელი სერიის შეწყვეტის შანსი მაინც მიეცეს.

როგორც ირკვევა, ერნესტო ვალვერდეს სუარესის უგოლო სერია საერთოდ არ ადარდებს.

"ამ საკითხზე არ ვფიქრობ. ეს მხოლოდ მაშინ მახსენდება, როდესაც ვინმე პრესკონფერენციაზე კითხვას დამისვამს. გასულ სეზონში, მას შანსები ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რასაც სუარესი ქმნის და ასეთი მომენტი ბევრია." - განაცხადა ვალვერდემ "ინტერთან" გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 დეკემბერი 2019 20:38
    1
    დღეს დასრულდება ეს უგოლობის სერია.
    იმედი მაქ.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 დეკემბერი 2019 20:18
    2
    იმედია დღეს გაიტანს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 დეკემბერი 2019 19:16
    0
    ციტატა: o.dembele11
    1546 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე ბოლო გოლი გაიტანა.

    1546 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე ბოლო გოლი გაიტანა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 დეკემბერი 2019 17:57
    3
    ციტატა: o.dembele11
    რა უგოლო ბიჯო ესენი ხომ არ აბრახუნებენ ინტერს ბებიაჩემმა შეუსრულა დუბლი? და სლავიას ვალიკომ გაუტანა? 😂😂სულ გააფრინეს

    გასვლით თამაშებზეა საუბარი. სლავიასთან პრაღაში გატანილი გოლი ავტო გოლად ჩაითვალა.
    16.09.2015 წელს გაიტანა ბოლოს რომას კარში გოლო გასვლაზე (1:1)
    Culé [?]
    #2 10 დეკემბერი 2019 17:39
    3
    ციტატა: o.dembele11
    რა უგოლო ბიჯო ესენი ხომ არ აბრახუნებენ ინტერს ბებიაჩემმა შეუსრულა დუბლი? და სლავიას ვალიკომ გაუტანა? 😂😂სულ გააფრინეს

    გასვლაზე ლაპარაკობენ,ეს ორი თამაში კამპნუზე იყო
    გულშემატკივარი [?]
    #1 10 დეკემბერი 2019 17:26
    0
    რა უგოლო ბიჯო ესენი ხომ არ აბრახუნებენ ინტერს ბებიაჩემმა შეუსრულა დუბლი? და სლავიას ვალიკომ გაუტანა? 😂😂სულ გააფრინეს