ლაუტარო მარტინესის აგენტი მილანშია

  • 10-12-2019, 18:52
  • ლაუტარო მარტინესის აგენტი მილანშია

    "ინტერსა" და ლაუტარო მარტინეს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

    Sport-ის ინფორმაციით, ფორვარდის აგენტის მილანში იმყოფება. ამან კი არგენტინელის მომავლის შესახებ ჭორები და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. იმ ფაქტმა, რომ აგენტის იტალიაში ჩასვლა "ბარსელონასთან" მატჩს დაემთხვა, ცეცხლზე ნავთი დაასხა.

    იტალიურ იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "ინტერი" ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. მიმდინარე ხელშეკრულება კი მარტინესს იტალიურ კლუბთან 2023 წლამდე აკავშირებს. წინა სეზონში, იტალიელებმა ლაუტაროს ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაუზარდეს.

    ლუის სუარესმა განაცხადა, რომ მას სეზონის განმავლობაში სტაბილური შემცველი სჭირდება. ამის გამო, "ბარსელონას" ინტერესის სფეროში ლაუტარო მარტინესი მოექცა და ჟოზეპ მარია ბართომეუმ მისადმი სიმპათია დაადასტურა კიდეც. არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლების მილანში ყოფნაც სწორედ ეჭვს ბადებს, რომ, შესაძლოა, კატალონიურ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    10 დეკემბერი 2019 23:08

    იტალიურ იტალიური გამოცემების ინფორმაციით.
    სანამ დადებთ ნუთუ ძნელია გადაიკითხოთ? ამის გარდა ზემოთ კიდეა შეცდომა.

    0
    გასულია
    lukicha-barca ფანი [?]

    10 დეკემბერი 2019 22:20

    გუნდში გრიზმანია და ესენი ფორვარდს ეძებენ რა უნდა ვთქვა არ ვიცი.ნორმ მწვრთნელი რომ მოვა ეგრევე შეუცვლის გრიზის პოზიციას და ვერ გავიგე სხვა ყველა პოზიცია დაკავებულია გრიზისთვის და სად აყენებენ ამას და ლაუტაროს მართლა ვერ ვიგებ

    1
    საიტზეა
    Andres_Iniesta ფანი [?]

    10 დეკემბერი 2019 21:27

    ციტატა: NEYBarca
    რავი მგონია რო კლუბს დიდი რესურსი აქ ფეხბურთელების სახით . კოუ , დემბელე, რაკეტა ესენი რო დაყიდონ და ცოტა რო დაამატონ ლაუტარო დე ბეეკი და კიმიხი მოგვივა და პლიუს ტენ ჰაგი მწევრთნელად რო მოიყვანონ ნტრიპლეტს ტრიპლეტზე დავდებთ :დ

    ცენტრალური მცველი გვინდა.
    ყველაზე მეტად

    0
    საიტზეა
    B O M B O R A წევრი [?]

    10 დეკემბერი 2019 21:14

    ციტატა: NEYBarca
    რავი მგონია რო კლუბს დიდი რესურსი აქ ფეხბურთელების სახით . კოუ , დემბელე, რაკეტა ესენი რო დაყიდონ და ცოტა რო დაამატონ ლაუტარო დე ბეეკი და კიმიხი მოგვივა და პლიუს ტენ ჰაგი მწევრთნელად რო მოიყვანონ ნტრიპლეტს ტრიპლეტზე დავდებთ :დ

    მოგივა კაია მაარა კიმიხს ბავარია არ მოგცემს და რაც ჩამოთვალე მაგ თანხას მარტო ლაუტაროში მოითხოვენ ბარსასთან ღორდება ყველა პლუს სიტიც ჩაერევა ეხლა

    ციტატა: Andres_Iniesta
    🚨 — პსჟ ნეიმარს 180 მილიონის ფარგლებში გაყიდის. ბარსელონა კვლავ ფავორიტია ნეიმარისთვის ბრძოლაში.
    [marca]

    ძალიანაც კარგი

    0
    საიტზეა
    B O M B O R A წევრი [?]

    10 დეკემბერი 2019 20:52

    სუას გრიზი შეცვლის და მარცხენა ვინგერად ნეიმარი მოიყვანეთ გაუშვით დემბელე და ფატის მიეცით დრო ორად ორი ტრანსფერი ჭირდება გუნდს 1 ვალვერდეს გაბუძულება +დემბელე+რაკიტიჩი და 2 დაბრუნება ნეიმარის

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 დეკემბერი 2019 20:33

    ბიჯო გვყავს უკვე გრიზმანი რომელიც დადგება სუას ადგილას მარცხენა ვინგერი გვჭირდება და არა ცენტრი და ისიც ეს საშუალო დონის იგროკი ლაუტარო თუ მაინც და მაინც ცენტრის მოყვანა უნდა მოიყვანონ ჰალანდი ან ფელიში რას გადაეკიდნენ ამას არაფერი გადამრიე იგროკი ეს არაა მოკლედ თუ სუა წავიდა ზაფხულში გრიზმანმა უნდა გადაინაცვლოს მის ადგილას და ზამენაზე მოიყვანონ ჰალანდი ან ფელიში და თუ დარჩა სუა მხოლოდ მარცხენა ვინგერის მოყვანა დაგვჭირდება ან ნერეში ან სანე მორჩა მეტი არავინ

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა
    Andres_Iniesta ფანი [?]

    10 დეკემბერი 2019 19:43

    🚨 — პსჟ ნეიმარს 180 მილიონის ფარგლებში გაყიდის. ბარსელონა კვლავ ფავორიტია ნეიმარისთვის ბრძოლაში.
    [marca]

    4

    პარტნიორები

    Flashscore.ge