"ბარსელონამ" "მილანს" ტოდიბოს ფასი დაუსახელა

  • 10-12-2019, 16:19
  • "ბარსელონამ" "მილანს" ტოდიბოს ფასი დაუსახელა

    "ბარსელონამ" 19 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს ფასი დაადო.

    გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, "მილანთან" მოლაპარაკება გამართა. დღეს კი, ამ მოლაპარაკების დეტალები გახდა ცნობილი. Sport-ის ცნობით, კატალონიელებმა "როსონერის" ფეხბურთელი 12 მილიონ ევროდ დაუფასეს.

    ჟან-კლერ ტოდიბო "ტულუზიდან" "ბარსელონაში" გასულ იანვარში, მილიონ ევროდ გადმოვიდა. გარიგება 2 მილიონის ბონუსებსაც ითვალისწინებს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა, მაგრამ "ბარსამ" ფრანგის გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდვა გადაწყვიტა.

    კატალონიური პრესის ცნობით, ერნესტო ვალვერდე ტოდიბოს გარჯით უკმაყოფილოა და გუნდის მე-4 ცენტრალურ მცველად "ბარსა ბ"-ში მოთამაშე რონალდ არაუხოს მოიაზრებს.

    ტოდიბოს, "ბარსელონას" მაისურით, მხოლოდ 4 თამაში აქვს ჩატარებული.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 დეკემბერი 2019 20:14

    არაა ეს გასაშვები არა

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Messi_Goat 10❤ გულშემატკივარი [?]

    10 დეკემბერი 2019 19:45

    თქვენთანაც 12 მილიონი წერია?

    7
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    10 დეკემბერი 2019 19:20

    ლაუტაროში გაგვიცვალონ.

    4
    გასულია
    Don_Andresito [?]

    10 დეკემბერი 2019 16:57

    ციტატა: LM10RG10
    150 მილიონი გამოსასყიდი და 12 მილიონად ყიდიან🤣🤣🤣🤣🤣ვაახ ბიჭოოო მეცინება უკვეე ისე დანძრეულიი აქ კლუუბს😕🙏პირველ რიგში უნდა წავიდეს ბართომეეუ და გაიყოლოს ვალვერდეეე და მიუხედავად იმისა რო ძალიან მიყვარს როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება აბიდალი,აშკარად ვერაა კარგი სპორტული დირექტორი და ჯობია წავიდეს ეგეც❤ნეტა პიკე მალე დაასრულებდეს კარიერას და გახდეს პრეზიდენტი რო მოხოდოს ისევ კლუბი😇🖤

    უთამაშებელ მცველში მეტს არც მოგჳცემენ და თან გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ ესეიგი რაც უფრო იაფად გაყიდიან მით უფრო იაფად გამოისყიდიან და ეგ თემაა. პრაქტიკა უნდა ფაქტია რასაც იმბეცილ მწვრთნელთან ვერ მიიღებს. იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებს სკამზე ხდიან სულს და შესაბამისად ყიდიან. თუ ივარგა გამოისყიდიან 25 ად

    2
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    10 დეკემბერი 2019 16:46

    ოღონდ არაუხო ჯობია ამას. მე რასაც ვუყურე ორივეს ეგ შთაბეჭდიოება დამრჩა

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge