ანტონიო კონტე: თუ ვიტყვით, რომ "ბარსელონასთან" არ გაგვიჭირდება, სულელები ვიქნებით

  • 10-12-2019, 00:10
  • ანტონიო კონტე: თუ ვიტყვით, რომ "ბარსელონასთან" არ გაგვიჭირდება, სულელები ვიქნებით

    მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, "ბარსელონასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

    "თუ ვიტყვით, რომ "ბარსელონასთან" არ გაგვიჭირდება, სულელები ვიქნებით. თუმცა, როცა ბურთი ჩვენ გვექნება, ვეცდებით, მათ პრობლემები შევუქმნათ. 

    "კამპ ნოუზე" თავდადებით ვითამაშეთ, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელების წყალობით "ბარსამ" მოგება მოახერხა. ახლა საქმე ცოტა სხვანაირადაა, ჩვენ გავიზარდეთ და მოტივირებულები ვართ, რადგან ამ ტურნირზე დარჩენა გვინდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ფეხბურთელებს ასეთი გამოცდილების მიღება სჭირდებათ". - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. 

    ხვალინდელი მატჩის შედეგს "ბარსელონასთვის" მნიშვნელობა არ აქვს, "ინტერს" კი, ჯგუფიდან გასასვლელად, დიდი ალბათობით, მოგება დასჭირდება, რადგან დორტმუნდის "ბორუსია", რომელსაც იგივე რაოდენობის ქულები აქვს, "სლავიას" სახით გაცილებით სუსტ მეტოქეს უპირისპირდება. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    რაკეტა წევრი [?]

    10 დეკემბერი 2019 13:10

    გაგაჩუმებთ მეორე სასტავითაც კი მისტერ კონტე უნდა ჩაგტოვოთ ჯგუფში

    3
    გასულია
    Don_Andresito [?]

    10 დეკემბერი 2019 03:38

    ციტატა: M10 S9 D11
    რა გაგიჭირდებათ ბავშვებით გეთამაშებით ხვალ

    მაინც ბარსელონაა რრა, პრსოტა მესი რო განაცხადში იყოს ბევრად მაგრად ინერვიულებდნენ :D მარა კარგია რო რჩება. თუ ხვალე ცხვირამ გაუბერა და სუარესი გრიზი დე იონგი ბუსი და ეგენი ათამაშა სერიოზულად გაუჭირდება ინტერს. და თუ ტოდიბო ვაგე პუჩი პერესი ფატი და ეგ სასტავი დადგა ალბათ მარტივად მოგვიგებენ. თან დიდი ხანია ემზადებიან ამ თამაშისთვის. კონტე კიდე კარგი ტაქტიკოსია

    4
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    10 დეკემბერი 2019 02:57

    რა გაგიჭირდებათ ბავშვებით გეთამაშებით ხვალ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge