"ბარსელონა" ერლინგ ჰოლანდზე უარს ამბობს

"ბარსელონა" ერლინგ ჰოლანდზე უარს ამბობს

"ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი, მომდევნო ზაფხულში, ევროპული გრანდების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე იქნება. პარალელურად, "ბარსელონა" პრიორიტეტი შეტევის ხაზის ახალგაზრდა ფეხბურთელით გაძლიერება იქნება. თუმცა, კატალონიური კლუბი ნორვეგიელის დამატებას არ შეეცდება.

ადრე არსებული ცნობებით, ჰოლანდის მსურველ კლუბებს შორის "ბარსელონაც" მოიაზრებოდა. თუმცა, თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, "ბლაუგრანამ" 19 წლის ფეხბურთელი დაიწუნა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰოლანდი კატალონიური კლუბის სათამაშო სტილში ვერ ჯდება.

ესპანური გამოცემის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "ინტერის" 22 წლის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი იქნება.

ერლინგ ჰალანდმა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 თამაშში, უკვე 28 გოლი გაიტანა. აქედან 8 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 5 შეხვედრაზე მოდის. რაც შეეხება მარტინესს, მან 19 მატჩში თავი 13-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 დეკემბერი 2019 01:10
    0
    ესენი ვერ არიან რას ქვია უარს ამობობენ ამაზე უკეთესი ერთი ფელიაშია და მაგას ატლეტიკო 200 მილიონზე ნაკლებად არ გამოგვატანს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 7 დეკემბერი 2019 23:09
    1
    ლაუტარო ჯობია!!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 დეკემბერი 2019 22:51
    4
    ვალვერდე ხო აკვდება ბრსას სტილს, ან სადღა აქ ბარსას სტილი ჯერ ის არ ვიცით ეს როდის წავა და მერე ვინ მოვა და რას ათამასებს გუნდს ასე რომ სტილი არაა და მზგავსი რიჟა ბზარი უნდა მოკვდეს, მე არ მევასება ლაუტარო მგონია რო ბარსაში დემბელე კოუტინიო მოუვა, კიდე კაი არგენტინელიოა ეს მარტინესი თორე შეილება არც დაინტერესებულიყვნენ, სუყველაფერს რო თავი დაანებო ვერც ჯობნის სტატისტიკაში და ეს ლაიფციგით არი ის კიდე ინტერით ასაკშიც 4 წელი ხუმრობა ხო არაა
    ფანი [?]
    #2 7 დეკემბერი 2019 22:44
    5
    მოაშორეთ ეს მუტანტი
    Culé [?]
    #1 7 დეკემბერი 2019 22:30
    3
    ძაანაც კაი