რატომაა აკრძალული მესის სახლის თავზე ფრენა?

რატომაა აკრძალული მესის სახლის თავზე ფრენა?

ლიონელ მესი ქალაქ ბარსელონას სიახლოვეს, მდიდრულ დასახლება კასტელდეფელსში, 7 მილიონ ევროდ შეფასებულ სახლში ცხოვრობს. ეს ტერიტორია ელ პრატის აერპორტიდან მხოლოდ 10 კილომეტრითაა დაშორებილი, მაგრამ მის თავზე ავიამიმოსვლა მაინც აკრძალულია.

2018 წლის მარტში, დაბალბიუჯეტური კატალონიური ავიაკომპანიის, Vueling Airlines-ის პრეზიდენტმა მესი დაადანაშაულა იმაში, რომ ბარსელონას აეროპორტის გაფართოება ვერ ხერხდება. იმავე დღეს, ავიაკომპანიამ ბოდიში ოფიციალურად მოიხადა.

Tribuna-ს ცნობით, კასტელდელფელსის თავზე თვითმფრინავების ფრენას ესპანეთის კანონმდებლობა კრძალავს. ამის მიზეზი ისაა, რომ მიმდებარე ტერიტორია ველური ბუნების წარმომადგენლების სიმრავლით გამოირჩევა, ხოლო ავიამიმოსვლის დროს გამოყოფილი ხმაური და საწვავი მათთვის სახიფათოა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 7 დეკემბერი 2019 16:45
    28
    "ამის მიზეზი ისაა, რომ მიმდებარე ტერიტორია ველური ბუნების წარმომადგენლების სიმრავლით გამოირჩევა"
    მეფე ლომიც ამიტომ ცხოვრობს იქ.🤣😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 დეკემბერი 2019 16:16
    27
    აბა მეფე ლომს ხო არ შეაწუხებენ :დდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2019 14:35
    18
    ხმაური და საწვავი კი არა გამონაბოლქვი.