როგორი იყო მესის რეაქცია, როდესაც უთხრეს, რომ "ოქროს ბურთი" მოიგო

როგორი იყო მესის რეაქცია, როდესაც უთხრეს, რომ "ოქროს ბურთი" მოიგო

France Football-ის (გამოცემა, რომელსაც "ოქროს ბურთი" ეკუთვნის) მთავარმა რედაქტორმა, პასკალ ფერემ "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის ემოციები აღწერა, როდესაც მან არგენტინელს აცნობა, რომ "ოქროს ბურთი" მოიგო.

პასკალმა ლეოს 15 ნოემბერს დაურეკა, არგენტინისა და ბრაზილიის ამხანაგური მატჩის წინ.

"დიალოგი ძალიან ბუნებრივად წარიმართა. ლეოს ვუთხარი, რომ მინდოდა, მასთან "ოქროს ბურთზე" მესაუბრა, მან კი მიპასუხა: "ჭორები გავიგე." მე მივუგე: "ეს ჭორი არაა, ოფიციალურად გიცხადებ, რომ "ოქროს ბურთი" მოიგე."

"შემდეგ, მესიმ კითხვების დასმა დამიწყო: "მართლა? მართლა? მართლა?" მე მას ბევრჯერ გავუმეორე: "კი, კი, კი, შენ გამარჯვებული ხარ."

"მარტივი მისახვედრი იყო, რომ მას ეს ჯილდო უნდოდა. ის პატარა ბავშვივით იყო, რომელიც მიჩვეულია, რომ ყოველთვის, ერთსა და იმავე დროს, საჩუქარს აძლევენ, ხოლო ერთ დღესაც, როცა მან ეს საჩუქარი ვერ მიიღო, ნერვიულობა დაიწყო." - ციტირებს პასკალ ფერეს სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 6 დეკემბერი 2019 14:06
    1
    ციტატა: duggu
    ისე მაგრად ტეხავს წინასწარ რო იცი მოიგებ თუ არა. მუღამი მოლოდინშია და იმ წამში როცა გამოაცხადებენ. ეხლა დასტოინად შეხვდა ამ ყველაფერს მესი. 18-ში მესის შემჩერებელი არავინ იქნება. ქვას ქვაზე არ დატოვებს და დაადუღებს მსაჯრიდს 😁😁😁

    მაგ დროს ტოტალიზატორები და პრესა იხეირებს მაშინ. ანუ წინასწარ ეხლა მსგავსი განწყობა რომ შეექმნათ. ლეომ რომ მოიგო ხო ვიცოდით...და მაგ შემთხვევაში ადგილზე რომ გამოაცხადონ და სიტყვაზე ვირჯილისთვის მიეცათ ხო დარჩებოდა ყველა გაღიმებული... არა იმიტო რო არ ეკუთვნოდა ან სასწაული მოხდებოდა... არა უბრალოდ კოეფიციენტი როთითქმის 1 ის ტოლია მესის მოგებაზე და ბრახ უცებ ვან დეიკი იგებს მოგებაში უფრო ტორალიზატორები წავიდოდნენ.. ასე რომ ყოველ წელს მსგავსს ნიუსებს გაავრცელებდნენ და მოიტყუებოდნენ
    Culé [?]
    #4 6 დეკემბერი 2019 10:45
    1
    ისე მაგრად ტეხავს წინასწარ რო იცი მოიგებ თუ არა. მუღამი მოლოდინშია და იმ წამში როცა გამოაცხადებენ. ეხლა დასტოინად შეხვდა ამ ყველაფერს მესი. 18-ში მესის შემჩერებელი არავინ იქნება. ქვას ქვაზე არ დატოვებს და დაადუღებს მსაჯრიდს 😁😁😁
    [?]
    #3 6 დეკემბერი 2019 01:55
    9
    ციტატა: M10 S9 D11
    კამერებთან რა დასტოინია ეს ოხერი <3 აბა იმ სიკომ სიიიიიო რო დაიყვირა ორი დღე ყური მტკიოდა

    აი რამდენი წელი არ გავა მარა მაგ სამარცხვინო კარდს ვერავინ წაშლის. იმენა ამაზრზენი ბავშვივით მოიქცა. თან ყველაზე ღადაობა ანჩელოტის და დანარჩენების რეაქცია იყო, ირონიულად რო გადახედეს ერთმანეთს, შიგ ხომ არ აქვსო :D
    Culé [?]
    #2 5 დეკემბერი 2019 23:20
    14
    უკვე დროა შეყაროს გოლები რომ კიდევ მოიგოს ბუცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 დეკემბერი 2019 23:04
    13
    კამერებთან რა დასტოინია ეს ოხერი <3 აბა იმ სიკომ სიიიიიო რო დაიყვირა ორი დღე ყური მტკიოდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued