მესი და გვარდიოლა "მილანში"?

მადრიდული As სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს - ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, არის შანსი, პეპ გვარდიოლამ და ლიონელ მესიმ ისევ ერთად იმუშაონ, მაგრამ არა "ბარსელონაში", არამედ "მილანში".
თუ მადრიდულ მედიას დავუჯერებთ, ევროპაში უმდიდრესი და მსოფლიოში მე-3 ყველაზე მდიდარი ადამიანი ბერნარ არნო იტალიური კლუბის შეძენას გეგმავს. ბუნებრივია, სტატუსიდან გამომდინარე, არნოს ამბიციური გეგმები აქვს. მას სურს მილანურ გუნდში გვარდიოლა და მესი იხილოს.
პეპის მიერ "მილანის" შესაძლო ჩაბარების შესახებ ცნობები ადრეც გავრცელებულა და ეს დიდი მოულოდნელობა არ იქნება. მესის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულადაა - ლეო "ბარსელონაში" თავს კომფორტულად გრძნობს და მისი მხოლოდ ფულით დაყოლიება ადვილი ნამდვილად არ იქნება.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომდევნო მატჩი
14.12.19, 19:00


-
სოსიედადი
-
ბარსელონა
ლა ლიგა
ანოეტა
დარჩა:
წინა მატჩი
10.12.19, 23:55


1
ინტერი
2
ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა
სან სირო
კომენტარები [ 6 ]