"ბარსელონამ" "რეალს" გადაასწრო

  • 3-12-2019, 20:51
  • "ბარსელონამ" "რეალს" გადაასწრო

    ლეო მესის მიერ გუშინ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ, ამ ჯილდოების რაოდენობით "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" გადაასწრო.

    გუშინდლამდე, "რეალისა" და "ბარსელონას" ანგარიშზე 11-11 "ოქროს ბურთი" იყო, დღეს კი, კატალონიური გუნდი ერთი ჯილდოთი დაწინაურდა.

    "ბარსელონას" 12 "ოქროს ბურთიდან" ნახევარი მესის ანგარიშზეა. დანარჩენი 6 ჯილდოდან 2 იოჰან კრუიფმა (1973, 1974), ხოლო თითო ლუის სუარესმა (1960), ხრისტო სტოიჩკოვმა (1994), რივალდომ (1999) და რონალდინიომ (2005) მოიგეს.

    აღსანიშნავია, რომ ამ 12 ჯილდოდან 11 ფეხბურთელებმა უშუალოდ "ბარსელონაში" მიღწეული წარმატებების გამო მოიგეს. გამონაკლისია 1973 წლის შემთხვევა, როდესაც კატალონიურ გუნდში ახლად გადმოსული იოჰან კრუიფი საუკეთესოდ "აიაქსში" ნაჩვენები თამაშის გამო დასახელდა. "რეალს" კი 3 ასეთი შემთხვევა აქვს - 2000 წელს, ლუიშ ფიგუ "რეალში" ახალი გადასული იყო, როდესაც მან ჯილდო "ბარსელონასა" და პორტუგალიის ნაკრებში წარმატებით თამაშის გამო მიიღო; 2002 წელს იგივე განმეორდა რონალდოს, "ინტერისა" და ბრაზილიის ნაკრების შემთხვევაში; ხოლო 2006 წელს, "ოქროს ბურთი", "იუვენტუსში" და იტალიის ნაკრებში კარგად თამაშის გამო, "რეალში" ცოტა ხნით ადრე გადასულმა ფაბიო კანავარომ მოიგო.

    ამრიგად, უშუალოდ ესპანური გუნდის შემადგენლობაში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, "ბარსა" "რეალს" ანგარიშით 11-8 უგებს.

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    zazala7 Culé [?]

    4 დეკემბერი 2019 13:59

    ოე ოე 2008 წელი გამოგჩათ, მანჩესტერ იუნაიტედან რეალში გადასულმა რონალდომ პირვგელი ბალანდორი რითი მოიგო?

    0
    გასულია
    zazo ფანი [?]

    4 დეკემბერი 2019 12:07

    ასევე მოიგო კიჭამ ბარსაში ნაჩვენები თამაშის გამო პირველი ოქროს ბურთი ინტერში

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    4 დეკემბერი 2019 00:00

    ბარსა და ბარსელონელები საუკეთესოები არიან!!!

    3
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    me da barca Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 23:31

    “ოქროს ბურთის” ყველა მფლობელი:

    1956 – სტენლი მეტიუზი (ინგლისი, ბლეკპული)
    1957 – ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი, რეალი)
    1958 – რაიმონ კოპა (საფრანგეთი, რეალი)
    1959 – ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი, რეალი)
    1960 – ლუის სუარესი (ესპანეთი, ბარსელონა)
    1961 – ომარ სივორი (იტალია, იუვენტუსი)
    1962 – იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია, დუკლა)
    1963 – ლევ იაშინი (სსრკ, დინამო მ)
    1964 – დენის ლოუ (შოტლანდია, მანჩესტერ იუნაიტედი)
    1965 – ეუსებიო (პორტუგალია, ბენფიკა)
    1966 – ბობი ჩარლტონი (ინგლისი, მანჩესტერ იუნაიტედი)
    1967 – ფლორიან ალბერტი (უნგრეთი, ფერენცვაროში)
    1968 – ჯორჯ ბესტი (ჩრ. ირლანდია, მანჩესტერ იუნაიტედი)
    1969 – ჯანი რივერა (იტალია, მილანი)
    1970 – გერდ მიულერი (გფრ, ბაიერნი)
    1971 – იოჰან კრუიფი (ჰოლანდია, აიაქსი)
    1972 – ფრანც ბეკენბაუერი (გფრ, ბაიერნი)
    1973 – იოჰან კრუიფი (ჰოლანდია, აიაქსი)
    1974 – იოჰან კრუიფი (ჰოლანდია, ბარსელონა)
    1975 – ოლეგ ბლოხინი (სსრკ, დინამო კ)
    1976 – ფრანც ბეკენბაუერი (გფრ, ბაიერნი)
    1977 – ალან სიმონსენი (დანია, გლადბახი)
    1978 – კევინ კიგანი (ინგლისი, ჰამბურგი)
    1979 – კევინ კიგანი (ინგლისი, ჰამბურგი)
    1980 – კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ, ბაიერნი)
    1981 – კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ, ბაიერნი)
    1982 – პაოლო როსი (იტალია, იუვენტუსი)
    1983 – მიშელ პლატინი (საფრანგეთი, იუვენტუსი)
    1984 – მიშელ პლატინი (საფრანგეთი, იუვენტუსი)
    1985 – მიშელ პლატინი (საფრანგეთი, იუვენტუსი)
    1986 – იგორ ბელანოვი (სსრკ, დინამო კ)
    1987 – რუუდ გულიტი (ჰოლანდია, მილანი)
    1988 – მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია, მილანი)
    1989 – მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია, მილანი)
    1990 – ლოთარ მათეუსი (გერმანია, ინტერი)
    1991 – ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი, მარსელი)
    1992 – მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია, მილანი)
    1993 – რობერტო ბაჯო (იტალია, იუვენტუსი)
    1994 – ჰრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი, ბარსელონა)
    1995 – ჟორჟ ვეა (ლიბერია, მილანი)
    1996 – მატიას ზამერი (გერმანია, დორტმუნდი)
    1997 – რონალდო (ბრაზილია, ინტერი)
    1998 – ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი, იუვენტუსი)
    1999 – რივალდო (ბრაზილია, ბარსელონა)
    2000 – ლუიშ ფიგუ (პორტუგალია, რეალი)
    2001 – მაიკლ ოუენი (ინგლისი, ლივერპული)
    2002 – რონალდო (ბრაზილია, რეალი)
    2003 – პაველ ნედვედი (ჩეხეთი, იუვენტუსი)
    2004 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა, მილანი)
    2005 – რონალდინიო (ბრაზილია, ბარსელონა)
    2006 – ფაბიო კანავარო (იტალია, რეალი)
    2007 – კაკა (ბრაზილია, მილანი)
    2008 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, მანჩესტერ იუნაიტედი)
    2009 – ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)
    2010 – ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)
    2011 – ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)
    2012 – ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)
    2013 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, რეალი)
    2014 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, რეალი)
    2015 – ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)
    2016 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, რეალი)
    2017 – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, რეალი)
    2018 - ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, რეალი)
    2019 - ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)

    3
    გასულია
    vitorborbafereira გულშემატკივარი [?]

    3 დეკემბერი 2019 23:23

    ფიგუ რონალდო კანავარო ეგ არის მთავარი გადასვლის შემდეგ 3 თვეში აიღეს ჯილდო და რეალი მანდ არაფერ შუაშია

    1
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 22:44

    ციტატა: M10 S9 D11
    ფელიში უნდა დავითრიოთ შემდეგი ოქროს ბურთის ლაორეატი ეს ბიჭია მბაპეს მარტო ეს გაუწევს კონკურენციას

    რაღაც პერიოდი რო ვუყურებდი სულ კაკა მედგა თვალწინ.. მინდოდა რო ეყიდა ბარსას. ატლეტიკოში ნელნელა ატლეტიკოს ერგება თქო მგონია, ვიდრე თავის სტილს აუმჯობესებს.

    1
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    3 დეკემბერი 2019 22:33

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: Andres_Iniesta
    📍ქართულმა სპორტულმა მედიამ ოქროს ბურთზე ხმები გადაანაწილა შემდეგნაირად 🔮

    1. კრიშტიანუ რონალდუ
    2. ლეო მესი
    3. ვირჯილ ვან დაიკი
    4. სადიო მანე
    5. კევინ დე ბრუინი


    ყველაფერში რა დაუნებუ ვართ

    რონალდო რა შუაში იყო? 😂

    რავი კითხე ქართველ ჟურნალისტებს

    2
    --------------------
    VALVERDE OUT!!!
    გასულია
    პეპ გუარდიოლა გულშემატკივარი [?]

    3 დეკემბერი 2019 22:16

    ციტატა: Andres_Iniesta
    📍ქართულმა სპორტულმა მედიამ ოქროს ბურთზე ხმები გადაანაწილა შემდეგნაირად 🔮

    1. კრიშტიანუ რონალდუ
    2. ლეო მესი
    3. ვირჯილ ვან დაიკი
    4. სადიო მანე
    5. კევინ დე ბრუინი


    ყველაფერში რა დაუნებუ ვართ

    რონალდო რა შუაში იყო? 😂

    4
    საიტზეა
    Nou kamp გულშემატკივარი [?]

    3 დეკემბერი 2019 21:57

    ფელიშე სიტიში უნდა გადასულიყო და უფრო გქნვითარდებოდა გვარდიოლას ხელში
    ისე კი მე მომწონს ფელიშეს სტილის იგროკები

    ფელიშე და ლაუტარო მარტინესი წინ იდეალური იქნებოდა

    1
    გასულია
    cruyff9 ფანი [?]

    3 დეკემბერი 2019 21:43

    რაიმონ კოპაც ახალი გადასული იყო რეალშიი რო მოიგო,ასე რომ 11-7,,,))))))

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 21:20

    ფელიში უნდა დავითრიოთ შემდეგი ოქროს ბურთის ლაორეატი ეს ბიჭია მბაპეს მარტო ეს გაუწევს კონკურენციას

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Andres_Iniesta ფანი [?]

    3 დეკემბერი 2019 20:58

    📍ქართულმა სპორტულმა მედიამ ოქროს ბურთზე ხმები გადაანაწილა შემდეგნაირად 🔮

    1. კრიშტიანუ რონალდუ
    2. ლეო მესი
    3. ვირჯილ ვან დაიკი
    4. სადიო მანე
    5. კევინ დე ბრუინი


    ყველაფერში რა დაუნებუ ვართ

    7
    --------------------
    VALVERDE OUT!!!
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 20:57

    Gkryifma samjer moigo

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge