ივან რაკიტიჩი: "სევილიას" მაისურით კვლავ თამაშზე ვოცნებობ

  • 3-12-2019, 19:16
  • ივან რაკიტიჩი: "სევილიას" მაისურით კვლავ თამაშზე ვოცნებობ

    "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, მორიგ კომენტარს აკეთებს. 31 წლის ფეხბურთელი არც მადრიდის "ატლეტიკოში" გადასვლას გამორიცხავს და არც "სევილიაში" დაბრუნებას.

    "სევილიაში" დაბრუნება? ვნახოთ. თუ მოლაპარაკების დრო მოვა, ყველამ იცის, რომ ამით კმაყოფილი ვიქნები. ამ გადმოსახედიდან, ეს საამაყო და სასიამოვნოა. ჩემი კარიერის გარკვეულ ეტაპზე "სევილიას" მაისურის კვლავ მორგებაზე ვოცნებობ.

    "ატლეტიკო"? ვნახოთ, რა მოხდება. საუბარი დიდებულ გუნდზე გვაქვს, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძვის. ჩემი მიზანიც ყველაფრის მოგებისთვის ბრძოლაა." - ციტირებს ივან რაკიტიჩის სიტყვებს As.

    ივან რაკიტიჩი "სევილიაში" 2011-2014 წლებში, "ბარსელონაში" გადმოსვლამდე თამაშობდა.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    B O M B O R A ახალბედა [?]

    4 დეკემბერი 2019 09:09

    უიმეე შენ უნდა იცოდე მაგაზე ჩვენ როგორ ვოცნებობთ

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 21:17

    წადი მერე ვინ გაკავებს

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    me da barca Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 19:58

    ჩაურტყა ორივეს. სევილიამ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულიაო.

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge