ქართული ფილმი, რომელშიც რივალდო იღებს მონაწილეობას, გამოვიდა!

  • 3-12-2019, 17:16
  • ქართული ფილმი, რომელშიც რივალდო იღებს მონაწილეობას, გამოვიდა!

    პირველი ქართული ინტერაქციული კინო-თამაში უკვე გამოვიდა და მისი ყურება აჭარაბეთის საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საქართველოში არენა, ყველაზე მასშტაბურთან ერთად, ამ ჟანრში პირველი პროექტია, სადაც მაყურებელი თავისი გადაწყვეტილებებით განაპირობებს ფილმის მიმდინარეობას.

    არენას პირველი თრეილერი აგვისტოში გამოვიდა და მაყურებელმა პირველი სიურპრიზიც იხილა, როცა გაირკვა, რომ ფილმში ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ფეხბურთელი "რივალდო" იღებდა მონაწილეობას. ოქტომბერში ფილმის ოფიციალური საუნდთრექი "ტანგო" გამოვიდა, რომელიც სტეფანემ შეასრულა და მსმენელისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო.

    არენაში მიღებული ყველა გადაწყვეტილება მაყურებელს განსხვავებულ გზაზე აყენებს და შესაძლებლობას აძლევს მისთვის პირადი, უნიკალური გამოცდილება მიიღოს. ფილმის ყურება და საკუთარი გზის არჩევა კი ნებისმიერ თქვენგანს უკვე შეუძლია.

    შეაღეთ არენას კარი და მართეთ თქვენი თამაში

    სარეკლამო მასალა

    თეგები: რივალდო

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 17:59

    ყველაფერი მაინც იქეთკენ მიდის, რომ ხალხი შემოიტყუონ, ითამაშონ და ამათ ხარჯზე გამდიდრნენ. თუ აზარტულია ადამიანი ბოლო თეთრს დადებს, მზადაა ყველაფერზე წავიდეს, მოიპაროს, ავადმყოფის სამკურნალო ფული აიღოს, ოღონდ ითამაშოს. ეს ნარკოტიკზე უარესია და ათასობით ოჯახია დაქცეული. პირველი არხის ოპერატორმა თავი მოიკლა და ბევრია მასეთი. საითაც გაიხედავ, რაც არ უნდა ჩართო, ყველგან ამათი რეკლამაა. განსაკუთრებით სპორტულ საიტებზე. ტაქსებზეც კი ამათი რეკლამაა.

    16

    პარტნიორები

    Flashscore.ge