მესიმ ვან დაიკს მხოლოდ 7 ქულით აჯობა

  • 3-12-2019, 12:17
  • მესიმ ვან დაიკს მხოლოდ 7 ქულით აჯობა

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა 2019 "ოქროს ბურთის" ქულები და გაირკვა, რომ ლიონელ მესიმ ვირჯილ ვან დაიკს მხოლოდ 7 ქულით აჯობა. არგენტინელმა 686 ხმა მიიღო, ჰოლანდიელმა კი - 679. მე-3 ადგილზე გასულ კრიშტიანუ რონალდუს 476 ხმა შეხვდა.

    "ოქროს ბურთის" ბოლო წლების დაჯილდოებების გათვალისწინებით, 7 ქულა ძალიან მცირე სხვაობაა, მაგრამ ისტორიაში ამაზე მცირე სხვაობაც დაფიქსირებულა. 1956 წელს, "ოქროს ბურთის" პირველ გათამაშებაში, სტენლი მეთიუზმა ალფრედო დი სტეფანოს მხოლოდ 3 ქულით აჯობა. 1961 წელს, ომარი სივორიმ ესპანელ ლუის სუარესს 6 ქულით გაასწრო. სხვა მსგავსი ფაქტებიც დაფიქსირებულა, თუმცა 1966, 1972 და 1996 წლის შემთხვევები განსაკუთრებულია. 1966 წელს, ბობი ჩარლტონმა 81 ქულა დააგროვა და "ოქროს ბურთი" მოიგო, მე-2 ადგილზე გასულ ეუსებიოს კი 80 ქულა შეხვდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1996 წელსაც, როდესაც მათიას ზამერმა "ბარსელონელ" რონალდოს 1 ქულით აჯობა - 144-143. 1972 წელს კი, პირველ ადგილზე გასულმა ფრანც ბეკენბაუერმა მეორე და მესამე ადგილოსნებს, გერდ მიულერსა და გიუნტერ ნეტცერს 2-2 ქულით აჯობა.

    აღსანიშნავია, რომ ევროპელმა ჟურნალისტებმა მესის ვან დაიკი ამჯობინეს. იგივე მოხდა აზიის შემთხვევაშიც. დანარჩენ 4 კონტინენტზე კი საუკეთესოდ მესი აღიარეს. საინტერესოა, რომ აფრიკაში მესიმ სადიო მანეს აჯობა.

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 20:34

    ეს 476 დამოკვერცხებულია საინტერესო რისგამო მისცეს კრისტინას ხმა . .. :)

    1
    გასულია
    UbralodCule წევრი [?]

    3 დეკემბერი 2019 16:53

    ციტატა: rijkaard
    გუშინ მოდრიჩმა საუკეთესო ასისტი გააკეთა მთელს თავის კარიერაში. :დდდ

    🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

    5
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    3 დეკემბერი 2019 13:27

    ციტატა: rijkaard
    გუშინ მოდრიჩმა საუკეთესო ასისტი გააკეთა მთელს თავის კარიერაში. :დდდ

    ბრავოოოოოოოოოო👌👌👌👌

    😂😂😂😂😂😂😂

    26
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    rijkaard წევრი [?]

    3 დეკემბერი 2019 13:21

    გუშინ მოდრიჩმა საუკეთესო ასისტი გააკეთა მთელს თავის კარიერაში. :დდდ

    64
    --------------------
    VALVERDE FUERA !
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 13:12

    ევროპელებს და აზიელებს მივუცენზურე პატრონი უვიცების ხროვა

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    ani-barca10 Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 13:00

    მესიიი შიგ მადრიდში პენალდოში და ჩმორ დეიკში შესვიიიი joy

    9
    --------------------
    38 წლის ფედერერმა ჯოკოვიჩი გაიფინა :დდდ https://m.youtube.com/watch?v=AlEShGJvIrg

    ბარსელონა რეალს იფენს მუდამ

    21 საუკუნე, პიკე 36 ტიტული > რეალი 22 ტიტული
    გასულია
    • ხავიესტა • წევრი [?]

    3 დეკემბერი 2019 12:34

    ლეო მესი: "კარგი საღამო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა."

    ლეო მესი: "ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. მახსოვს, რომ ამ ტიტულის გამარჯვებული ვიყავი ათი წლის წინ და დღეს ისევ მოვიგე."

    ლეო მესი: "დრო დაფრინავს. იმედი მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადს მაღალ დონეზე ვითამაშებ. კიდევ ერთხელ, ყველას მადლობას ვუხდი."

    ლეო მესი: "როგორც ჩემმა მეუღლემ თქვა ინტერვიუში, რომელიც თქვენ ყველამ ნახეთ, მე არ შევწყვიტე მუშაობა და ოცნება მთელი ამ წლების განმავლობაში."

    ლეო მესი: "ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. ვცდილობ, ყოველწლიურად გავაუმჯობესო ჩემი თამაში და უკეთესი გავხდე."

    ლეო მესი: "მე მინდა გავაგრძელო მუშაობა და მინდა მივიღო ამ ყველაფრით სიამოვნება."

    ლეო მესი: "შესანიშნავია ბარსელონას ისტორიის ნაწილი რომ ვარ, ბარსა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ეს არის ის კლუბი, რომელიც მე მიყვარს."

    ლეო მესი: "ის რასაც ვგრძნობ" ბარსას "მიმართ, სცილდება ყოველ ხელმოწერასა და ნებისმიერ ფურცელს."

    ლეო მესი: ”მე უფრო მეტ ჩემპიონთა ლიგას ან კიდევ კოპა ამერიკას ვისურვებდი” bowtie

    30

    პარტნიორები

    Flashscore.ge