ლეო მესი: მერჩივნა კოპა ამერიკა ან ჩემპიონთა ლიგა მომეგო

  • 3-12-2019, 11:59
  • ლეო მესი: მერჩივნა კოპა ამერიკა ან ჩემპიონთა ლიგა მომეგო

    ყველა ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, მე-6 "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ, გუნდური მიღწევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    "ინდივიდუალური ჯილდოები ჩემი მიზანი არაა. ამას ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ. თუმცა, ეს ჯილდოები მაინც სასიამოვნო აღიარებაა.

    ინდივიდუალური პრიზის მოგებას მერჩივნა კოპა ამერიკა, ან მეტი ჩემპიონთა ლიგა მომეგო.

    თუმცა, ეს ჯილდო მაინც განსაკუთრებულია, რადგან ის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე მივიღე. ბედნიერი ვარ და ამ წარმატებას ოჯახს სიამოვნებით გავუზიარებ.

    იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს ვითამაშებ, მაგრამ მალე 33 წლის გავხდები და ყველაფერი ფიზიკურ შესაძლებელობებზე იქნება დამოკიდებული. დღეს, ღმერთის წყალობით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ." - ციტირებს ლეოს სიტყვებს Mundo Deportivo.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ ფანი [?]

    3 დეკემბერი 2019 13:28

    მოიგებ და 2022 წელს მსოფლიო თასსაც აღმართავ! ძაან აკლიხარ მსოფლიო ჩემპიონატს და მის პრესტიჟს ჩრდილს აყენებს რეკორდსმესიიიი

    13
    --------------------
    დემბელე ბარსას მომავალია!
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    3 დეკემბერი 2019 13:09

    დავაი ლომო წელს ლიგაც და კოპაც უნდა დადო

    15
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    tsootnee გულშემატკივარი [?]

    3 დეკემბერი 2019 13:06

    კოპა ამერიკა ან ლიგა რომ მოგეგო . კითხვის ნიშნებც არ გაჩნდებოდა ოქროს ბურთზე . მიუხედავად იმისა რომ ყოველ წელს გეკუთვნოდა ეგ ჯილდო .

    13
    გასულია
    Wtf man ფანი [?]

    3 დეკემბერი 2019 12:11

    ერთი 4 წელიც ითამაშე მაღალ დონეზე და მერე წადი თუ გინდა

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge