"მანჩესტერ იუნაიტედი" ვიდალის აგენტს დაუკავშირდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" ვიდალის აგენტს დაუკავშირდა

"ბარსელონას" ჩილელ ნახევარმცველს, არტურო ვიდალს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. FcInterNews-სა და Mirror-ს ცნობით, საუბარი "მანჩესტერ იუნაიტედზეა".

იტალიური და ინგლისური წყაროების ცნობით, "წითელი ეშმაკების" მფლობელს, ედ ვუდვორდს ვიდალის აგენტთან, ფერნანდო ფალიჩევიჩთან კარგი ურთიერთობა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ვუდვორდი ფალიჩევიჩს უკვე დაუკავშირდა. ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ მხარეებს შორის არსებული კარგი ურთიერთობა "იუნაიტედს" 32 წლის ფეხბურთელის იანვარში ხელში მხოლოდ 15 მილიონ ევროდ ჩაგდების საშუალებას მისცემს.

ახლახანს, არტურო ვიდალმა ღიად განაცხადა, რომ თუ ის "ბარსელონაში" მეტ სათამაშო დროს არ მიიღებს, გუნდიდან წასვლაზე იფიქრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 1 დეკემბერი 2019 22:41
    2
    არსად არ უნდა გავუშვათ ეს აგერაა მძორკიტიჩი და ის გაატანონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #12 1 დეკემბერი 2019 21:11
    3
    ციტატა: Nou kamp
    წვერი იმიტომ გაიპარსა რომ სამართლიანობა აღსდგა ბოლოს და ბოლოს

    laughing აუ ეს რა მაგარი კაცია smile smile smile
    ფანი [?]
    #11 1 დეკემბერი 2019 21:11
    2
    კარგი რა 15 მილინონი. ჯერ ეგერთი ბარსამ ვიდალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას. ამ სეზონში ვიდალი ბარსას მაგრად ემარება ბევრი დადებითი მნაცემები აქვს, ფიზიკურად ძლიერია სრული ამ სიტყვის მნიშვნელბით ტანკია და ჩემი აზრით ბარსამ ვიდალი არ უნდა გაუშვას
    [?]
    #10 1 დეკემბერი 2019 21:03
    0
    ციტატა: katalomia
    და რაც 2,5 მეტს შეეხება: შემეშალა წეღან, ანუ ინდივიდუალური ტოტალს ვგულისხმობ ბარსას. 1,5 მეტს

    ზოგადად მაგ პოზიციას ყოველთვის მოვერიდებოდი ატლე ბარსას თამაშში მით უმეტეს 3 ავტობუსს ჩააყენებს ატლეტიკო და გაჭირდება გოლების გატანა წესით მარა მეორე თემაცაა, ატლეტიკოს დაცვა არც ისეთი საიმედოა ამ წელს, თან სავიჩი ხიმენესი ორივე დამტვრეულია და შეიძლება გავუტანოთ 2იც და 3 იც. სხვა დროს არ გირჩევდი მარა ეხლა მოჟნა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 დეკემბერი 2019 20:42
    0
    იუვე მეორეზე ჩამოაჩოჩეს. საცოდავ რონალდუს არც ახსოვს თამაშიდან როდის გაიტანა გოლი და რომ არ იტიროს პენალტებს არტყმევინებენ.
    Nou kamp
    სტუმარი [?]
    #8 1 დეკემბერი 2019 20:07
    3
    ციტატა: MALUMA
    ოფიციალურად: მესიმ წვერი გაიპარსა და როგორც ყველა მოგებულ ოქროს ბურთზე გაპარსული შეხვდა ხვალ მსოფლიოს ყველა დროის #1 ფეხბურთელი მე-6 ოქროს ბურთს მოიგებს და ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი იქნება ვისაც 6 ოქროს ბურთი და 6 ოქროს ბუცი ექნება! heart_eyes

    წვერი იმიტომ გაიპარსა რომ სამართლიანობა აღსდგა ბოლოს და ბოლოს
    Culé [?]
    #7 1 დეკემბერი 2019 19:59
    0
    ციტატა: Andres_Iniesta
    ციტატა: katalomia
    ბიჭებო და გოგოებო)
    ატლე - ბარსა
    პირველ ტაიმში ორივეს გატანა რეალურია? ან კიდე პირველ ტაიმში ტოტალი 2,5 მეტი?


    2.5 მეტი გოლი გამორიცხულია, მიტუმეტეს 1 ტაიმში.



    ეს დახიყირება როგორ ხდება გამარკვიეთ ვინმემ კაცურად) ციტირებას რო ვკლიკავ ტექსტსში “ქუოტე” წერია ნიკი კი მხოლოდ ზემოთ წერია, ანუ მესამე პირი ვერ ხდებოდეს იქნება ვინ ვის უციტირებს, მით უმეტეს თუ 2-3 ჯერ მიწევს ერთ და იგივე თემის დაციტირება.
    და რაც 2,5 მეტს შეეხება: შემეშალა წეღან, ანუ ინდივიდუალური ტოტალს ვგულისხმობ ბარსას. 1,5 მეტს
    Culé [?]
    #6 1 დეკემბერი 2019 19:58
    1
    ციტატა: nika 54
    ეს ვიდეო ნახეთ, სად გადაარჩინა რონალდუმ სასუოლო.
    https://goal.ge/news/134120-ronaldum-sasuolo-iuventusis-ashkara-golisgan-ixsna-ara-ar-mogechvenat-video.html

    🤣😂🤣😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 დეკემბერი 2019 19:53
    1
    ეს ვიდეო ნახეთ, სად გადაარჩინა რონალდუმ სასუოლო.
    https://goal.ge/news/134120-ronaldum-sasuolo-iuventusis-ashkara-golisgan-ixsna-ara-ar-mogechvenat-video.html
    Culé [?]
    #4 1 დეკემბერი 2019 19:53
    3
    ვიდალს ხელი არ დაედოს.😡😡
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 1 დეკემბერი 2019 19:44
    0
    ციტატა: katalomia
    ბიჭებო და გოგოებო)
    ატლე - ბარსა
    პირველ ტაიმში ორივეს გატანა რეალურია? ან კიდე პირველ ტაიმში ტოტალი 2,5 მეტი?

    2.5 მეტი გოლი გამორიცხულია, მიტუმეტეს 1 ტაიმში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 დეკემბერი 2019 19:42
    0
    ციტატა: katalomia
    ბიჭებო და გოგოებო)
    ატლე - ბარსა
    პირველ ტაიმში ორივეს გატანა რეალურია? ან კიდე პირველ ტაიმში ტოტალი 2,5 მეტი?

    რავი ჩემი აზრით არც ერთი და არც მეორე
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    #1 1 დეკემბერი 2019 19:40
    1
    ბიჭებო და გოგოებო)
    ატლე - ბარსა
    პირველ ტაიმში ორივეს გატანა რეალურია? ან კიდე პირველ ტაიმში ტოტალი 2,5 მეტი?